"ზოგჯერ მავიწყდება კიდეც, რომ დავდიოდი..." - ერთი შემთხვევით შეცვლილი ცხოვრება

"ზოგჯერ მავიწყდება კიდეც, რომ დავდიოდი..." -  ერთი შემთხვევით შეცვლილი ცხოვრება

"ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" პირველი ოცეულის წარმომადგენელი, სხვადასხვა საქმიანობაში აქტიურად ჩართული და მიზანდასახული ადამიანი, პარაოლიმპიური ეროვნული კომიტეტის წევრი, "ბოჩას" ფედერაციის გენერალური მდივანი - თინათინ რევაზაშვილი თავისი ცხოვრების, საქმიანობის, შშმ პირთა პრობლემების, მათთვის აქტუალური თემებისა და საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებ გვესაუბრება:

- წელს, საქართველოს ისტორიაში პირველად, რიოში საქართველოს პარაოლიმპიური ეროვნული კომიტეტი ხუთი ლიცენზირებული სპორტსმენით იყო წარდგენილი და მიხარია, რომ საქართველოში წარმატებულები და ბედნიერები დავბრუნდით. საქართველოს ელჩი ბრაზილიაში - ბატონი ოთარ ბერძენიშვილი დაგვეხმარა, რომ ის ღირსშესანიშნაობები გვენახა, რაც რიოს აქვს და რითაც მსოფლიოს ხიბლავს, ესენია - შაქრის მთა, კოპაკაბანას სანაპირო, ქრისტეს ქანდაკება და სხვა. რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა და გამიხარდა, ადაპტირებული გარემო იყო, ეტლით მოსარგებლე ადამიანები ჩაკეტილები არ არიან, რადგან სანაპიროზეც ბევრი შემხვდა. საქართველოში კი ამ პრობლემას ხშირად ვაწყდებით და სულ ბრძოლა და ლაპარაკი მიწევს, რომ გარეთ უნდა გამოვიდნენ. მოკლედ, აღფრთოვანებული და ჯერ კიდევ - ემოციების ქვეშ. მადლობა ჩვენს ელჩს, რომელმაც ათი დღე დაგვითმო. სხვა შემთხვევაში ამას ვერ ვნახავდით. ადაპტირებული გარემოს თვალსაზრისით, სტამბოლითაც ძალიან მოვიხიბლე.

უპირველესი საზრუნავი შშმ პირებისთვის

- პირველი, რაც მინდა, რომ ჩვენთვის გაკეთდეს და სასიცოცხლოდ აუცილებელია, ყველანაირად უზრუნველყოფილი სარეაბილიტაციო ცენტრია. სხვა ქვეყნების მაგალითს თუ მოვიყვანთ, მაგალითად, პოლონეთში, როცა ადამიანი რაღაც შემთხვევის შემდეგ ეტლით მოსარგებლე ხდება, საავადმყოფოს საწოლიდან სარეაბილიტაციო ცენტრში მიჰყავთ, მათ ოჯახებთან კი ფსიქოლოგები მუშაობენ, რადგან ამის გადატანა უჭირთ. საქართველოში მსგავსი არაფერია. თუ კარგი ქირურგი შეხვდება ადამიანს, ოპერაციებს უმეტეს შემთხვევაში კარგად აკეთებენ, მაგრამ შემდგომი სარეაბილიტაციო პერიოდია ურთულესი და პრობლემებით სავსე. მერე უკვე აღარავინ გივლის, არ გასწავლის, როგორ მოუარო თავს, რაც ძალიან ძნელია. დედაჩემისთვის ეს ძალზე რთული იყო. არ ვიცოდით, რა იყო ნაწოლი და როგორ უნდა გვემკურნალა, ექთანმა გვერდით ისე გადამაბრუნა, რომ გატეხილი გულის ფიცარი კიდევ უფრო დამიზიანა, ამოვარდა, ხმა კი გავიგონე, მაგრამ ვერ მივხვდი... დაუშვებელია, XXI საუკუნეში პაციენტი ნაწოლებით გარდაიცვალოს.

ერთი შემთხვევით შეცვლილი ცხოვრება

- ავარია ვახუშტის ხიდთან, 2009 წლის 13 სექტემბერს მომივიდა და ეს თარიღი ჩემი ახალი დაბადების დღეა-მეთქი, ვხუმრობდი. არც ისე მძიმე საგზაო შემთხვევა იყო, რომ ასეთი ტრავმა მიმეღო. მანქანა დიდად არ დაზიანდა, მე კი გულმკერდის, ხერხემლის მოტეხილობა და ზურგის ტვინის დაბეჟილობა მქონდა, რამაც ქვედა კიდურების პარალიზება გამოიწვია. ზოგჯერ მავიწყდება კიდეც, რომ დავდიოდი... ზოგჯერ ნოსტალგია შემომაწვება - ქუსლიანი ფეხსაცმელი, იგივე ტანსაცმელი, მინდა მეცვას, რაღაც მომენტში შეიძლება გაქცევა მომინდეს, მაგრამ ამ ყველაფერზე ფიქრსა და დარდში დროს ტყუილად არ ვკარგავ. მოვუწოდებ ყველა შშმ პირს, აუცილებლად დაეუფლონ რაიმე პროფესიას, მნიშვნელობა არა აქვს, რა შეზღუდვა აქვთ. უნდა დასაქმდნენ. თუმცა, თუ განათლება არა აქვთ, სახელმწიფოს დასაქმებას ვერ მოსთხოვ. განათლების მიღება გარდაუვალი და აუცილებელია და ამას რაც უფრო მეტი ადამიანი მოითხოვს, მეტად შეიწუხებენ თავს, ადაპტირებული გარემო რომ შექმნან... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი