ნოქალაქევი-ლეძაძამე-დიდი ჭყონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია

ნოქალაქევი-ლეძაძამე-დიდი ჭყონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია

მეწყერული პროცესების განვითარების გამო, ნოქალაქევი-ლეძაძამე-დიდი ჭყონის საავტომობილო გზის მე-11 კილომეტრზე ჩაიწია გზის სავალი ნაწილი, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება სენაკი-ნოქალაქევი-ბანძა-ხონის, აბაშა-მარტვილის და მარტვილი-ტალერი ჩხოროწყუს საავტომობილო გზების გავლით.

ადგილზე მობილიზებული არიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები. საავტომობილო მოძრაობა აღნიშნულ გზაზე მოკლე ხანებში აღდგება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი