შუამთის ტყეში დაკარგული გოგონები იპოვნეს

შუამთის ტყეში დაკარგული გოგონები იპოვნეს

შუამთის ტყეში დღეს საღამოს დაკარგული ორი მოზარდი გოგონა ნაპოვნია. როგორც "ინტერპრესნიუსს" კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, გოგონები უვნებლები არიან და ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ, სადაც მათ მშობლები ელოდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, თელავის რაიონში, შუამთის ტყეში თბილისის ერთ-ერთი სკოლის მერვე კლასელები ექსკურსიაზე იყვნენ გაჩერებული, როდესაც ორ 14 წლის გოგონას ტყეში გზა აებნა. სამძებრო ღონისძიებაში მაშველები მონაწილეობდნენ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კახეთის გუბერნატორიც.

ადგილები შავ ზღვაზე, სადაც წყალი ყველაზე მეტადაა დაბინძურებული - რას ამბობს ექსპერტი და რას ურჩევს დამსვენებელს?

დუშეთში კორონავირუსი დისტრიბუტორს დაუდასტურდა, მამამისი მერიის თანამშრომელია - რას ამბობს ადგილობრივი მერი

რა მდგომარეობაშია ახალგაზრდა, რომელიც კარანტინში მეოთხე სართულიდან გადახტა