"მოგვაწოდეთ ფოტოები, სახელი-გვარები და მისამართები იმ ხალხისა ვინც არიან ისლამის მტრები" - ISIS-ის ახალი მუქარა საქართველოს?!

"მოგვაწოდეთ ფოტოები, სახელი-გვარები და მისამართები იმ ხალხისა ვინც არიან ისლამის მტრები" - ISIS-ის ახალი მუქარა საქართველოს?!

რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის საიდუმლო ჯგუფში ერთობ საინტერესო განცხადება გამოჩნდა,­ ვინმე მუვაჰიდ მუვაჰიდ წერდა:

ასალაამუ ალეიქუმ ძმებო!

განცხადება!!!!

- ვისაც შეგიძლიათ, მოგვაწოდეთ ფოტოები, სახელი-გვარები და მისამართები იმ ხალხისა ვინც არიან ისლამის მტრები, ხარიჯტი თაქფირისტები, მურჯიიტების, დაღვათჩიკების, მუშრიქების გრუპებისა და სააიტების მფლობელებისა და ყველა იმ პიროვნებისა ვინც მუსლიმებს რაიმე დაუშავა.

ეს არის ჩვენი დიდი თხოვნა ჩვენთან დაკავშირება იოლია და ხელმისაწვდომია ჩვენი საიტები, გვერდები, ბლოგები, გრუპები და ნომრები.

(სტილი დაცულია. - ავტ.)

შევეცადეთ, საკუთარი წყაროებით გაგვერკვია, ვინ იყო ამ განცხადების ავტორი და იყო თუ არა ეს "ისლამური სახელმწიფოს" მორიგი გზავნილი. ერთ-ერთი ინფორმაციით, მუვაჰიდ მუვაჰიდი "ხალიფატში" აჰმედ ჯურჯის სახელით ცნობილი თამაზ ჭაღალიძეა. რომელიც ამჟამად "ისლამური სახელმწიფოს" ქართულენოვანი სპიკერია.

ქართველმა საზოგადოებამ მისი არსებობის შესახებ 2015 წლის 12 იანვარს მის მიერ გავრცელებული მიმართვით შეიტყო. "ხალიფატის" მებრძოლი თამაზ ჭაღალიძე საკუთარ ქვეყანას და ხალხს დაჩოქებით და თავების დაჭრით ემუქრებოდა... მეტი დამაჯერებლობისთვის ჭაღალიძემ 13 იანვარს მეორე მიმართვაც გაავრცელა, სადაც ახლა უკვე თავის თანამოაზრეებთან ერთად (ასევე ეთნიკურ ქართველებთან) მოსახლეობას საქართველოში "ხალიფატის დროშების" აფრიალებით დაემუქრა. უნდა ითქვას, ასეთი აგრესიულობით მხოლოდ ე.წ. აჭარელი მოჯაჰედები გამოირჩევიან, მიუხედავად იმისა, რომ სირიაში პანკისის ხეობიდან წასული რამდენიმე ათეული ახალგაზრდა იბრძვის, მათ შორის ცნობილი საველე მეთაურებიც, არც ერთ ვიდეო თუ სხვა ფორმატის მიმართვებში ისინი საკუთარ სამშობლოს არ დამუქრებიან (მუქარა ფიქრადაც არ მოსვლიათ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონიდან სირიაში საომრად წასულ აზერბაიჯანელ ახალგაზრდებსაც).

თამაზ ჭაღალიძე, იგივე აჰმედ ალ ჯურჯი, ჩვენი ინფორმაციით, რაკაში იმყოფება და ქართული ენის "კარგად" ცოდნის გამო საქართველოსთვის "ისლამური სახელმწიფოს" გზავნილების გამხმოვანებელი ხდება (პანკისის ხეობისთვის ეს მისია გურამ (ადამ) გუმაშვილს აკისრია).

გაგრძელება

"პაციენტების 80% შესაძლოა, იყვნენ ინფექციის მატარებლები და არ ჰქონდეთ კლინიკური ნიშანი... ასეთები ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან"

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

"საიდუმლო ტოპოგრაფიულ რუკებს ბაზრობებზე ყიდიან, ხალხს კი უმალავენ, რა ხდება კომისიებში" - რას წერდა "კვირის პალიტრა" წლების წინ საზღვრის დადგენის პროცესზე?