გია შარვაშიძე "აუდიტორია 115"-ის წევრებს - მიკროფონს მოგცემთ, თუ ჯერ მე მომცემთ საშუალებას პირველკურსელებს მივესალმო

გია შარვაშიძე "აუდიტორია 115"-ის წევრებს - მიკროფონს მოგცემთ, თუ ჯერ მე მომცემთ საშუალებას პირველკურსელებს მივესალმო

უპირობო ავტონომია - ეს არის ჩვენი მოთხოვნა, - ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გია შარვაშიძემ უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ სტუდენტებს მიმართა.

გია შარვაშიძემ რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერ შეძლო უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილი სტუდენტებისთვის მიემართა. ამის საშუალებას მას "აუდიტორია 115"-ის წევრები არ აძლევდნენ. ისინი რექტორს ეკამათებოდნენ და აცხადებდნენ, რომ მათ მიკროფონი გამოურთეს.

"რატომ გამოგვირთეთ მიკროფონი", - მიმართეს სტუდენტებმა რექტორს.

"მიკროფონს მოგცემთ, თუ მომცემთ საშუალებას მივესალმო პირველკურსელებს", - განაცხადა შერვაშიძემ.

"აუდიტორია 115"-ის წარმომადგენელთან საუბრისას დაცვამ უზრუნველყო, რომ რექტორს პირველკურსელებისათვის მიემართა. გია შარვაშიძემ სტუდენტებს სასწავლო წელი მიულოცა და უსურვა, რომ ეს ოთხი წელიწადი დაუვიწყარი იყოს მათ ცხოვრებაში.

"მართალია ძალიან საინტერესო ფორმით მოხდა თქვენი შემობრძანება უნივერსიტეტში და აკადემიურ სივრცეში, მიუხედავად ამისა, ყველა ის მოთხოვნა, რომელიც დღეს ჟღერდა აქ "ავტონომია უნივერსიტეტს" ჩვენთვის მისაღებია. "უპირობო ავტონომია" ეს არის ჩვენი მოთხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი დღეს ბევრს არ მოსწონს, იგი კვლავ რჩება წამყვან სასწავლებლად საქართველოში", - განაცხადა რექტორმა.

აღნიშნულის შემდეგ უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან კვლავ გაგრძელდა "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენელთა მიმართვა და გამოსვლები. მათ უნივერსიტეტის კიბეებზე გაშალეს დიდი პლაკატი წარწერით "მოვითხოვთ განათლების რეფორმას. აუდიტორია 115".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი