შს მინისტრი - არჩევნების დღეს პოლიციელების რაოდენობა თვალშისაცემი იქნება ქუჩაში

შს მინისტრი - არჩევნების დღეს პოლიციელების რაოდენობა თვალშისაცემი იქნება ქუჩაში

არჩევნების დღეს პოლიციელების რაოდენობა თვალშისაცემი იქნება ქუჩაში და არა საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოგვიანებით ვინმეს მხრიდან რომ არ მოხდეს არასწორი ინტერპრეტაცია, ის ყველას განუმარტავს, რომ ბოლო საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, არჩევნების დღეს პოლიციელთა გაზრდილი რაოდენობა არა საარჩევნო უბნებზე, არამედ მის გარეთ იქნება შესამჩნევი.

”ჩვენ საქართველოსა და მისი თითოეული მოქალაქის პოლიცია ვართ. იმისთვის, რომ მოგვიანებით მავანთა მიერ არ მოხდეს არასწორი ინტერპრეტაცია, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ბოლო საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე, არჩევნების დღეს პოლიციელების რაოდენობა უფრო მეტი და თვალშისაცემი იქნება ქუჩაში, თუმცა არა საარჩევნი უბნებში ან უბნების ტერიტორიაზე. ამასთან, ჩვენ განვახორციელებთ უფრო აქტიურ პატრულირებას. რეაგირება იქნება მკაცრი. პირადად მე და შსს-ს მთელი შემადგენლობა არ დავუშვებთ არანაირი დესტაბილიზაციის მცდელობას. ძალადობის ნებისმიერი გამოვლენის დაუყოვნებლივ აღკვეთა მოხდება. გამოვიყენებთ კანონით განსაზღვრულ ყველა ინსტრუმენტს, რათა თავიდან ავიცილოთ ყველანაირი ფიზიკური დაპირისპირება, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის”, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი