ალექსანდრე ჯეჯელავა "აუდიტორია 115"-ის შესახებ - ეს ყველაფერი ღია კარის მტვრევას ჰგავს

ალექსანდრე ჯეჯელავა "აუდიტორია 115"-ის შესახებ - ეს ყველაფერი ღია კარის მტვრევას ჰგავს

მგონია, რომ ეს ყველაფერი ღია კარის მტვრევას ჰგავს, - ასე ეხმაურება განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა "აუდიტორია 115"-ის პროტესტს.

ჯეჯელავას თქმით, ის ეთანხმება პროტესტის შინაარს, თუმცა არა რადიკალურ ფორმებს.

"ამაზე მეტი ავტომონომია რა უნდა იყოს, აქ ვდგავართ და საშუალება აქვთ ისაუბრონ. სწორედ ამას ვაპირებთ, რომ უნივერსიტეტს ჰქონდეს მეტი ავტონომია, საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული განათლება. გვჯერა, რომ ეს ხალხი არის ის, ვინც ირჩევს რადიკალურ ფორმას, მაგრამ მათი შენიშვნების შინაარს იზიარებს. თუკი ჩვენთან ერთად იმუშავებენ, ყველაფერს მივაღწევთ. ახლა კი მგონია, რომ ღია კარის მტვრევას ჰგავს ეს ყველაფერი", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში "აუდიტორია 115"-ის სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ სტუდენტებს მიმართავენ, ხოლო მინისტრთა კაბინეტის წევრები, ასევე უნივერისტეტის რექტორი მათ უკან უნივერისტეტის დაცვის თანხლებით დგანან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი