დახვეწილი სამკაულები თბილისელი ქალებისთვის - ფლორენციული "პონტე ვეკიოს" ქართული ისტორია

დახვეწილი სამკაულები თბილისელი ქალებისთვის - ფლორენციული "პონტე ვეკიოს" ქართული ისტორია

...ფლორენციელ იუველირს, რობერტო ვაჯის თავისი მაღაზიები აქვს ფლორენციაში, პონტე ვეკიოს ხიდზე. ეს არის ხიდი, რომელიც მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ვაჭართა და სოვდაგართა თავშეყრისა და აქტივობის ადგილს წარმოადგენდა. თავად რობერტო ვაჯი კი დღეს საიუველირო სახლებს ევროპის მრავალ ქვეყანასა და ქალაქში, მათ შორის: მონტეკარლოში, აშშ-ში (ნიუიორკი, ლოსანჯელესი, მაიამი) რუსეთსა (მოსკოვი) თუ ჩინეთში (ჰონგკონგი) ამარაგებს. სწორედ რობერტო ვაჯისთან შეხვედრამ დაუდო საფუძველი იმას, რაც მდინარე არნოზე არსებულ ხიდ პონტე-ვეკიოზე განვითარებულ ისტორიებსა და რობერტო ვაჯის საქმიანობას საქართველოსთან აკავშირებს.

2013 წელს იტალიაში, კერძოდ, ფლორენციაში მოგზაურობის დროს ქართული "პონტე ვეკიოს" შექმნის იდეა დაიბადა... გალერეა-ბუტიკი "პონტე ვეკიო" საქართველოში 2015 წლის 1 ოქტომბერს გაიხსნა და უკვე ერთი წელია ქართველ მომხმარებელს დახვეწილი, ელეგანტური სამკაულების მრავალფეროვანი არჩევანით ანებივრებს. რატომ ეწოდა მაღაზიას ხიდის სახელი, რით არის გამორჩეული "პონტე ვეკიო" და როგორია საიუველირო მაღაზიის სამომავლო გეგმები - "პონტე ვეკიოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინა პერტენავა AMBEBI.GE-ს საიუველირო მაღაზიის შესახებ ესაუბრება:

იდეა და საწყისი კაპიტალი

"იდეა სამი წლის წინ დაიბადა, 2013 წელს იტალიაში (კერძოდ ფლორენციაში) მოგზაურობის დროს, როდესაც საიუველირო სფეროში მოღვაწე ადამიანი, რობერტო ვაჯი გავიცანით. შემთხვევითი არ იყო პონტე ვეკიოს ხიდის არჩევა სახელად და სიმბოლოდ. პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩვენს იტალიელ დამფუძნებელს რამდენიმე გალერეა-ბუტიკი ზუსტად ამ ხიდზე აქვს. ეს ხიდი საიუველირო ნაწარმის კონცენტრაციის ადგილია ფლორენციაში. მეორე, ჩვენი სლოგანია - "Bridge to Luxury".

ამ დონის გალერეა-ბუტიკის გახსნას სოლიდური ინვესტიცია სჭირდება, თანხა ინვესტირებულია დამფუძნებლების მიერ და ბანკის თანადგომით. კომპანიას 4 ქართველი დამფუძნებელი და ერთი ძირითადი უცხოელი პარტნიორი ჰყავს. მოსამზადებელი პერიოდი 2013 წლიდან 2015 წლამდე გრძელდებოდა. სარემონტო სამუშაოებმა, დაახლოებით, 7 თვეს გასტანა, ინტერიერის გასაფორმებლად მასალები ძირითადად იტალიიდან არის ჩამოტანილი."

გახსნიდან ერთ წელიწადში

"პირველი წელი ყოველთვის მოთელვითია, იცნობ შენს მომხმარებელს, ასევე აჩვენებ მას ამ დარგის ტენდენციებს, ნელ-ნელა იკვეთება საყვარელი ბრენდები. სექტემბერში იტალიის ქალაქ ვინჩენცაში იყო უდიდესი საიუველირო გამოფენა, სადაც ჩვენ ახალ ბრენდებთან დავდეთ ხელშეკრულება. ეს სიურპრიზია ჩვენი მომხმარებლისთვის და 1 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმოდ შევატყობინებთ.

"პონტე ვეკიოს" გალერეაში წარმოდგენილია ძირითადად, იტალიური, კერძოდ, ფლორენციული საიუველირო სკოლის სისადავით, დახვეწილობითა და მშვენიერებით გამორჩეული ძვირფასი ნაკეთობები. ასევე, ჩვენთან არის ისეთი პრემიუმ ბრენდები, როგორებიცაა: HARRY WINSTON,TIFFANY&CO, CARTIER, CHANEL, DE GRISOGONO, FABERGE, MIKIMOTO, AARON BASHA, PIAGET, BVLGARI, DAMIANI, VAGGI GIOIELLERIA, STEFAN HAFNER, DI MODOLO, LEO PIZZO, ROBERTO COIN, PICCINI, BUCCELLATI, POMELATTO, PASCUALE BRUNI, BARAKA, GIORGIO VISCONTI.

ნაკეთობებში გამოყენებულია მხოლოდ მაღალი ხარისხის ოქრო და ძვირფასი თვლები. ამ სამკაულების განსაკუთრებულობა, პირველ რიგში, მათ უნიკალურობასა და ხარისხშია. საინვესტიციო ბრილიანტები, ყველაზე ცნობილი საიუველირო სახლები, სახელოვანი დიაზინერები - მას შემდეგ, რაც ასეთ სამკაულთან მაქვს შეხება, პირადად მე, სრულიად შემეცვალა გემოვნება.ახლა უკვე ზუსტად ვიცი, როგორ სამკაულს ვიყიდი. რაც შეეხება შემოტანას, პროდუქცია იტალიაში ირჩევა და შემდეგ საქართველოში ჩამოდის. ძირითადად, ხარვეზების გარეშე".

ხარისხი და ფასი

"ჩვენი ერთერთი უპირატესობა ევროპულ ფასებთან შედარებით უფრო დაბალი ფასია. თავიდანვე ასე იყო ჩაფიქრებული, გვაქვს ნაკლები ფასნამატი, რის გამოც ბევრი უცხოელი მომხმარებელი ჩვენთან ყიდულობს სამკაულს.

ჩვენთან წარმოდგენილი პროდუქცია ბევრისთვის სასურველია, მას უკვე დიდი რეპუტაციული აქტივი გააჩნია. ქართველი მომხმარებელი გემოვნებიანია. ჩვენთან გადაღებების დროს, ცნობადი სახეები თვითონ ირჩევენ იმ სამკაულს, რომლითაც ფოტოსესიაში მიიღებენ მონაწილეობას. ამიტომ, ყველა კადრი განსაკუთრებული გამოდის.

ჩვენი მომხმარებელი მრავალფეროვანია. ფასების გრადაცია საშუალებას იძლევა, ყველა სეგმენტის მოთხოვნა გავითვალისწინოთ. ბევრი ჩვენი ქვეყნის სტუმარიც გახდა "პონტე ვეკიოს" მომხმარებელი. გვაქვს საიტი სრული ასორტიმენტით; ასევე, შეკვეთებს ვიღებთ სხვა ქვეყნებიდან და 2 დღის განმავლობაში ვაწვდით ადგილზე".

კონკურენცია ბაზარზე

"რაც უფრო მეტი იქნება კონკურენცია, მით უკეთეს სერვისს და პირობებს მიიღებს მომხმარებელი. თუმცა, ვფიქრობ, პირდაპირი კონკურენტი ხარისხის, სეგმენტისა და ფასის კუთხით არ გვყავს. ცალკე სეგმენტის და ცალკე ფასის მიხედვით - კი, მაგრამ სწორედ ეს უნიკალური შერწყმა არის განსაკუთრებულად მიმზიდველი ჩვენს შემთხვევაში".

#გააზიარეწარმატება; #წარმატებაგადამდებია

"წარმატების ფორმულა არ არის რთული: ჯერ ზუსტად უნდა დაინახოთ რა გინდათ, შემდეგ - როგორ გახდეთ ამ საქმეში საუკეთესოები. კონკრეტულ კითხვებს ყოველთვის მოჰყვება პასუხები, შემდეგია გეგმის დასახვა და ნაბიჯ-ნაბიჯ, კორექტირებული გეგმით წინსვლა. აუცილებელია ცოდნა და განათლება - ეს არის მთავარი ინვესტიცია. ასევე, ინტელექტი, რაც კრიზისულ სიტუაციებში სწორ რეაგირებას ნიშნავს"

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი