ფერადი ყვავილები ჩემი ლოცვაა - ნათია ფანჯიკიძის ყვავილებით სავსე აივანი, რომლებსაც თავად უვლის

ფერადი ყვავილები ჩემი ლოცვაა - ნათია ფანჯიკიძის ყვავილებით სავსე აივანი, რომლებსაც თავად უვლის

ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ ულამაზეს აივანზე გვიმასპინძლა და მისი ყვავილებით გატაცების შესახებ გვესაუბრა. სახლში ისეთივე თბილი, სასიამოვნო და ლამაზი გარემოა შექმნილი, როგორიც მისი დიასახლისია. აივანი, ფანჯრის რაფები, ოთახები ათასფერად მოღიმარი და თვალწარმტაცი ყვავილებითაა დაფარული. ქალბატონი ნათია თითოეულ მცენარეს თუ ყვავილს მისი ცხოვრების ნაწილად აღიქვამს და აღნიშნავს, რომ ეს ფერადოვანი გარემო სიხარულს და ბედნიერებას ანიჭებს.

- ბავშვობიდან ბაბუას გავლენა იყო ბუნებასთან ჰარმონიის განცდა. ბაბუა, ვანო ფანჯიკიძე იყო თბილისში ცნობილი პედაგოგი, რომელიც 60 წლიდან გავიდა პენსიაში და მთლიანად ჩაეფლო თავის საყვარელ სამყაროში - მგალობელი ფრინველების მოვლა, გამრავლება, აკვარიუმები, ძაღლი, მცენარეების დამყნობა, დარგვა... წიგნიც კი აქვს დაწერილი მგალობელი ფრინველების მოვლის წესებზე. მას ესმოდა ყველა სულდგმულის ენა. ის იყო ზღაპრის გმირივით საოცარი ბაბუა, რომელმაც ყველაზე მეტი როლი შეასრულა ჩემი სულის ფორმირებაში. ახლა გავიაზრე, რომ უნებლიედ მისი ზოგიერთი ქცევის კოპირებასაც ვახდენ; მეც მასავით 60 წლის ვაპირებ გავიდე პენსიაში, თუმცა მისგან განსხვავებით, მინდა გადავსახლდე რაჭაში. ბაბუა დიდი ხნის გარდაცვლილია, მაგრამ მისი დარგული ხეივნის ვარდი დღესაც ცოცხლობს რაჭაში. ერთი ამონაყარი წელს წამოვიღე. აივანზე მინდა ქოთანში გავახარო. მეორე მხრივ, განცდა მაქვს, რომ ყვავილები, მცენარეები და პატარა ჩიტები სამოთხის ბაღის ნარჩენებია დედამიწაზე. იხილეთ ფოტოები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი