უბნები თბილისში, სადაც დღეს გაზი გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც დღეს გაზი გაითიშება

თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს გაზმომარაგება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 11:00-დან 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ჩუღურეთის რაიონში, მარუაშვილის ქ. №50-ში და №50ა-ში საცხოვრებელი კორპუსებისა და მიმდებარედ არსებული კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. ასევე, გაითიშება მარუაშვილის ქ.№50-ში მდებარე ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი და მიმდებარედ არსებული კომერციული ობიექტები. გაზის მიწოდება ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი