ოკუპაცია "სტაიანშჩიკურად" - ანუ რატომ იხდიან მძღოლები პარკირების ორმაგ გადასა­ხადს

ოკუპაცია "სტაიანშჩიკურად" - ანუ რატომ იხდიან მძღოლები პარკირების ორმაგ გადასა­ხადს

დღეს თითქმის წარმოუდგენელია თბილისში ავტომობილის პარკირების ადგილის ნახვა, რომელიც "სტაიანშჩიკების" კონტროლის მიღმა იქნება დარჩენილი. მართალია, მძღოლებს ოფიციალურად პარკირების საფასური უკვე გადახდილი აქვთ, მაგრამ "არაოფიციალური მარეგულირებლის" გარეშე ავტომობილის გაჩერება, თუნდაც პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილას, დიდ სირთულეს წარმოადგენს. ვინ არიან "სტაიანშჩიკები"? - სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი ვერსია აქვთ, რომლით დაინტერესებასაც სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებენ.

დავით მესხიშვილი, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე: "ერთ დროს უწყინარი "სტაიანშჩიკები" ორგანიზებულ და დანაშაულებრივ, აგრესიულ დაჯგუფებად გადაიქცნენ. სრულიად უკანონოდ მიტაცებული აქვთ პარკირების ადგილები დედაქალაქში და მათი ნებართვის გარეშე მანქანის პარკინგი, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

მძღოლები იძულებული არიან გადა­იხადონ პარკირების ორმაგი გადასა­ხადი - ოფიციალური, წელიწადში­ 50 ლარი და არაოფიციალურიც - "სტაიანშჩიკებს", რაც წლის განმავლ­ობაში საკმაოდ დიდი ხარჯია და რაც მთავარია, სრულიად უსამართლო.

შესაბამისად, რაც უფრო დიდია მძღოლების ხარჯი, მით მეტი ფული შესდით "სტაიანშჩიკებს" მათი ჯიბიდან, თუმცა ეს ფული მხოლოდ მათ როდი რჩებათ, არამედ ე.წ. კრიშაზე ნაწილდება. ისინი ოფიციალურად არ წარმოადგენენ არც ერთ იურიდიულ კომპანიას, მაგრამ თუ ვინმემ მოისურვა საკუთარი ინი­ციატივით, "კრიშასთან" შეუთანხმებლად, "სტაიანშჩიკობა", შესაძლოა, ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი