მეზობლები ვაზისუბანში მომხდარი აფეთქების დეტალებს ყვებიან

მეზობლები ვაზისუბანში მომხდარი აფეთქების დეტალებს ყვებიან

ვაზისუბნის პირველი მიკრო-რაიონის მესამე კორპუსში მომხდარი აფეთქების ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ასევე, "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებიც. ცხედარი ამ დროისთვის საცხოვრებელი სახლიდან არ გამოუსვენებიათ.

როგორც მეზობლები აცხადებენ, აფეთქება დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა.

მათივე ინფორმაციით, აფეთქების ძლიერი ხმა გაიგეს, ასევე მოესმათ გარდაცვლილის ხმაც, რომელიც შველას ითხოვდა.

მეზობლების განმარტებით, ადგილობრივი მცხოვრებლები შეეცადნენ პირველ სართულზე მდებარე ბინაში შესვლას, სადაც აფეთქება მოხდა, თუმცა კარის შემტვრევა ვერ მოახერხეს.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა.

სასწრაფო დახმარების ექიმის თქმით, გარდაცვლილს მძიმე დამწვრობა აქვს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი