ბრი­ტა­ნე­ლი ლორ­დი­სა და ქარ­თ­ვე­ლი თა­ვა­დის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი და კავ­ში­რი სტა­ლინ­თან

ბრი­ტა­ნე­ლი ლორ­დი­სა და ქარ­თ­ვე­ლი თა­ვა­დის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი და კავ­ში­რი სტა­ლინ­თან

ბრი­ტა­ნულ-ქარ­თუ­ლი ფეს­ვე­ბის მქო­ნე მრა­ვალ­პ­რო­ფი­ლი­ა­ნი ინ­გ­ლი­სე­ლი მოღ­ვა­წე - ენათ­მეც­ნი­ე­რი, ფი­ლო­ლო­გი, რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი­სა და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტო­რი, ჟურ­ნა­ლის­ტი, პო­ე­ტი, მთარ­გ­მ­ნე­ლი, პო­ლიგ­ლო­ტი, იურის­ტი, ქარ­თ­ვე­ლო­ლო­გი და ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი უმ­ც­რო­სი სტი­ვენ ლორდ ლო­ი­დი და­ი­ბა­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­სი მა­მის, უფ­რო­სი სტი­ვე­ნის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში.

სტი­ვენს მა­მის, დი­დი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს დიდ­გ­ვა­რო­ვა­ნი ინ­გ­ლი­სე­ლი ლორ­დის, დოქ­ტორ სტი­ვენ ჰენ­რი ლო­ი­დის სა­ხე­ლი ჰქვია, რის გა­მოც ბრი­ტა­ნეთ­ში, რო­დე­საც მა­მა-შვილ­ზე სა­უბ­რო­ბენ, მა­მას უფ­რო­სი ანუ "სი­ნი­ორ" სტი­ვე­ნით მი­მარ­თა­ვენ, ხო­ლო ვაჟს კი უმ­ც­რო­სი ანუ "ჯუ­ნი­ორ" სტი­ვე­ნით.

მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ პა­ტა­რა ინ­გ­ლი­სე­ლი ბი­ჭი ქარ­თ­ველ­მა მა­მა­კაც­მა, ოთარ სვა­ნი­ძემ იშ­ვი­ლა, მა­მო­ბა გა­უ­წია და ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლი - კა­ხა­ბე­რი შე­არ­ქ­ვა. მა­მო­ბილს სას­წ­რა­ფოდ უნ­და გა­და­ერ­ჩი­ნა პა­ტა­რა და-ძმა, აეცი­ლე­ბი­ნა მათ­თ­ვის მო­სა­ლოდ­ნე­ლი გან­საც­დე­ლი და უბე­დუ­რე­ბა და სი­ცოცხ­ლეც შე­უ­ნარ­ჩუ­ნა, რად­გან საბ­ჭო­თა კო­მუ­ნის­ტუ­რი წყო­ბი­ლე­ბის მკაცრ პი­რო­ბებ­ში მა­შინ­დე­ლი ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი "კა­გე­ბეს" აგენ­ტე­ბი პა­ტა­რა და-ძმას სას­ტი­კად ექ­ცე­ოდ­ნენ, დევ­ნიდ­ნენ, ავიწ­რო­ებ­დ­ნენ, სა­ბავ­შ­ვო ბაღ­შიც კი არ უშ­ვებ­დ­ნენ და ემუქ­რე­ბოდ­ნენ იმის გა­მო, რომ ისი­ნი მა­მით, ეროვ­ნე­ბი­თა და გვარ-სა­ხე­ლე­ბით ინ­გ­ლი­სე­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, ხო­ლო დე­დით კი დიდ­გ­ვა­რო­ვა­ნი სა­მე­ფო გვა­რის წარ­მო­მად­გენ­ლის - ქე­თი ბაგ­რა­ტი­ო­ნის შვი­ლე­ბი. რო­გორც ჩანს, პა­ტა­რა სტი­ვე­ნი­სა და ქე­ი­თის მშობ­ლე­ბის დიდ­გ­ვა­რო­ვა­ნი წარ­მო­მავ­ლო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლი იყო მა­შინ­დე­ლი სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის და ალ­ბათ, თა­ვის მხრივ გარ­კ­ვე­ულ სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენ­და საბ­ჭო­თა კო­მუ­ნის­ტუ­რი მმარ­თ­ვე­ლო­ბი­სა და წყო­ბი­ლე­ბი­სათ­ვის. ყო­ვე­ლი­ვე ეს უკ­ვე საკ­მა­რი­სი მი­ზე­ზი იყო საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის, რომ შუ­რი ეძი­ათ მათ­ზე. სპეც­დაკ­ვე­თით, პა­ტა­რა ბავ­შ­ვე­ბის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­მა - დიდ­გ­ვა­რო­ვა­ნი ინ­გ­ლი­სე­ლი ლორ­დი, დოქ­ტორ სტი­ვენ ჰენ­რი ლო­ი­დი ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მ­ნილ ავ­ტო­კა­ტას­ტ­რო­ფა­ში მოკ­ლეს.

სტი­ვენს უცხო ენე­ბი ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე იტა­ცებ­და. იგი 8 უცხო ენას ფლობს, მათ შო­რის - ოსურს, რო­მე­ლიც პა­ტა­რა სტი­ვენს დიდ­მა ბე­ბი­ამ, თა­მარ ხე­თა­გუ­რო­ვამ ას­წავ­ლა. ჯერ კი­დევ პა­ტა­რა სტი­ვენ­მა ქარ­თულ-ოსუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და მე­გობ­რო­ბის შე­სა­ხებ ოსურ ენა­ზე პო­ე­მაც კი და­წე­რა.

სტი­ვე­ნის ბრი­ტა­ნულ გა­ნათ­ლე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბა ოქ­ს­ფორ­დის პრო­ფე­სორს, დოქ­ტორ მა­იკლ ბერ­მანს მი­უძღ­ვის. მას დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს ლონ­დო­ნი­სა და ოქ­ს­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი: ფი­ლო­ლო­გი­უ­რი, ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და იური­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტე­ბი. იგი თა­ვი­სი ინ­გ­ლი­სე­ლი მა­მი­სა და ქარ­თ­ვე­ლი დე­დის პა­ტივ­სა­ცე­მად ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც სწავ­ლობ­და და რამ­დე­ნი­მე წი­თე­ლი დიპ­ლო­მიც და­იმ­სა­ხუ­რა. თა­ვი­სი ავ­ტო­რო­ბით გა­მო­ცე­მუ­ლი აქვს ნაშ­რო­მე­ბი და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი: "ინ­გ­ლი­სუ­რი ენის გრა­მა­ტი­კა", სა­თავ­გა­და­სავ­ლო ნაშ­რო­მი "უ­იღ­ბ­ლო მშვილ­დო­სა­ნი" და მო­გო­ნე­ბე­ბის კრე­ბუ­ლი "სიტყ­ვან­ნი ჩვენ­ნი", ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი "მა­ტი­ა­ნე - ბრი­ტა­ნულ-ქარ­თუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი", ინ­გ­ლი­სუ­რად თარ­გ­მ­ნა ანა კა­ლან­და­ძის რჩე­უ­ლი პო­ე­ზია. იგი არის მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ქარ­თულ-იაპო­ნუ­რი და იაპო­ნურ-ქარ­თუ­ლი ლექ­სი­კო­ნე­ბის ავ­ტო­რი და შემ­დ­გე­ნე­ლი. განაგრძეთ კითხვა

LIVE: საღამოს ნიუსრუმი "პალიტრანიუსზე"

როგორ ცხოვრობს გერმანიაში თსუ-ს ყოფილი რექტორი, რომელიც ევროპის პრესტიჟული უნივერსიტეტის პრეზიდენტია - "ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ოჯახია"

ქართველი მძღოლების გადასამზადებლად ფონიჭალაში სასწავლო ცენტრი აშენდება - ვინ მიიღებს ევროკავშირში აღიარებულ სერტიფიკატს?