ნიკო ფიროსმანის "შველი წყლის პირას" ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადაეცემა

ნიკო ფიროსმანის "შველი წყლის პირას" ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადაეცემა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ხვალ გაიმართება ნიკო ფიროსმანაშვილის სურათის "შველი წყლის პირას" ეროვნული მუზეუმისთვის საჩუქრად გადაცემის ცერემონია და პრეზენტაცია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ეროვნული გალერეადან აცნობეს, სურათი ციციშვილი-გედევანიშვილის ოჯახში 1949 წლიდან 2011 წლამდე ინახებოდა და ის არასდროს ყოფილა გამოფენილი ფართო საზოგადოების წინაშე.

"2011 წელს სურათმა დატოვა საქართველო და შოტჰებყ'ს-ის აუქციონზე გაიყიდა. "შველი წყლის პირას" იმავე აუქციონზე მეორედ 2016 წელს გამოჩნდა. ნამუშევარი ცნობილმა მეცენატმა ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადასცა. სურათი შეუერთდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების ყველაზე დიდ კოლექციას. ცნობილმა მსახიობმა, თამარ ციციშვილმა (1908-1988) და აკადემიკოსმა დიმიტრი გედევანიშვილიმა (1902-1990) სურათი "შველი წყლის პირას" 1949 წელს სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს – ერთ საღამოს სეირნობისას უცნობ სახლთან შეჩერდნენ, მასპინძელმა იცნო მსახიობი და სახლში მიიპატიჟა. თამარ ციციშვილმა, რომელიც წლების მანძილზე მეტეხის მუზეუმში მუშაობდა და კარგად იცნობდა ფიროსმანაშვილის ხელწერას, შესვლისთანავე შეამჩნია კედელზე დამაგრებული სურათი. ყოფილი მფლობელის თქმით, სურათი მასთან "თეთრი დუქნიდან" მოხვდა. თამარ ციციშვილმა ოჯახს სთხოვა მისთვის მიეყიდათ ნამუშევარი. მასპინძელმა გაყიდვა არ ისურვა და სურათი მსახიობს აჩუქა. ფიროსმანაშვილი პირველი ანიმალისტია ქართულ მხატვრობაში. მის შემოქმედებაში შველს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. შველი მას რამდენჯერმე ყავს დახატული, თუმცა აღნიშნული სურათი საუკეთესო ვერსიადაა მიჩნეული. დღეიდან "შველი წყლის პირას" დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ფიროსმანის სხვა სურათებთან ერთად გამოიფინება", - ნათქვამია დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი