განათლების მინისტრს ალტერნატივის სახით ელექტრონული სახელმძღვანელოების შემოღებას სურვილი აქვს

განათლების მინისტრს ალტერნატივის სახით ელექტრონული სახელმძღვანელოების შემოღებას სურვილი აქვს

ვფიქრობ, ელექტრონული სახელმძღვანელო ისეთი კარგი რამეა, "შემოიპარება", - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

განათლების მინისტრი მედიის წარმომადგენლებს ზოგად განათლებაში განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე ესაუბრა. ჯეჯელავამ ელექტრონული სახელმძღვანელოების ალტერნატივის ეტაპობრივ შეთავაზებაზე ისაუბრა.

"ჩვენ გამომცემლები რამდენიმე კომპანიას შევახვედრეთ, რომლებიც სხვა ქვეყნებში ელექტრონულ სახელმძღვანელოებს ავითარებენ. ვაპირებთ ვუთხრათ, მოდი, როგორც ალტერნატივა იქნებ შესთავაზოთ. მაგალითად, მე ძალიან მომეწონებოდა სისტემა, სადაც თქვენ, როგორც მშობელს, გეუბნებიან-თქვენ გადაწყვიტეთ, აგერ ქაღალდის წიგნები, აგერ ელექტრონული ვერსია. შენ გადაწყვიტე როგორ გამოიყენებს ამას ბავშვი. შეიძლება აუკრძალო ელექტრონული ვერსია, შეიძლება სკოლაში ტაბლეტი წაიღოს და სახლში ქაღალდით იმეცადინოს, ან პირიქით. ვფიქრობ, ელექტრონული სახელმძღვანელო ისეთი კარგი რამეა, შემოიპარება", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრი ფიქრობს, რომ პირველ ორ-სამ წელიწადში 500 000 მოსწავლიდან ელექტრონულ სახელმძღვანელოებს 50 000 მოსწავლე აირჩევს, შემდეგ კი, ეს ნელ-ნელა გავრცელდება.

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე გამომცემელი უკვე ამბობს, რომ ელექტრონული სახელმძღვანელოს ვერსიის შესაქმნელად ინვესტიციას გაიღებს.

"ჯერ ისიც არ ვიცით, რა ეღირება. მაგალითად, უკრაინაში თუ გაქვს ქაღალდის წიგნი, ერთ დოლარად ერთი წლით წიგნის ელექტრონული ვერსიაც გექნება. სახელმძღვანელოს ავტორი როდესაც რაიმეს ცვლის, შენ ამას მობილურზე, ტაბლეტზე, კომპიუტერზე ხედავ. გრიფირების წესში ვდებთ, თუ მოხალისეობრივ საწყისებზე გვეტყვი, რომ აპირებ გქონდეს ელექტრონული ვერსიაც, ჩვენ ამას ქულებში ჩაგითვლით. ვფიქრობ, ეს ბაზარიც უნდა გავხსნათ", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

განათლების მინისტრს იმედი აქვს, რომ ელექტრონული სახელმძღვანელოების "პირველი მერცხლები" 2017 წელს გამოჩნდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი