დედამიწის მოსახლეობის 92% დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს

დედამიწის მოსახლეობის 92% დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დედამიწის მოსახლეობის 92% დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს. როგორც ორგანიზაციის ახალ ანგარიშშია ნათქვამი, პლანეტის 10-დან 9 მცხოვრებელი ცხოვრობს ისეთ რაიონებში, სადაც ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე ფიქსირდება.

ანგარიშის თანახმად, ამ კუთხით ყველაზე უარესი მდგომარეობა შექმნილია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ჩინეთში, მალაიზიასა და ვიეტნამში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დედამიწაზე ადამიანის გარდაცვალების ყოველი მეცხრე ფაქტი სწორედ ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება. განსაკუთრებით მწვავედ აღნიშნული პრობლემა დგას ღარიბ ქვეყნებში.

ექსპერტების შეფასებით, 2012 წელს, ჰაერის დაბინძურება 3 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი