ალექსანდრე ჯეჯელავა - ყველა საგანში მინდა კომპიუტერული თამაშები გაჩნდეს, ზოგი პოპულარული გახდება, ზოგი მაგარი ბანძი იქნება

ალექსანდრე ჯეჯელავა - ყველა საგანში მინდა კომპიუტერული თამაშები გაჩნდეს, ზოგი პოპულარული გახდება, ზოგი მაგარი ბანძი იქნება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას სურვილი აქვს, საგნებზე მორგებული კომპიუტერული თამაშები შეიქმნას.

როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, პირველკლასელებსა და მათ დამრიგებლებს კომპიუტერები ურიგდებათ, თუმცა კონტენტისა და სასწავლო თამაშების დეფიციტია. მინისტრის განცხადებით, ამ კონტექსტში, მისი ერთ-ერთი სურვილია, ”ვეფხისტყაოსნის” კომპიუტერული თამაში გაჩნდეს.

”კომპიუტერები წელსაც დავარიგეთ. იზრდება მათი რაოდენობა, ვისაც კომპიუტერი დაურიგდა. ოღონდ, ეს მაინცდამაინც სასიხარულო ამბავი არ არის, რადგან, რაც გვიჭირს - კონტენტი, სასწავლო თამაშია... ფუტლიარი აქვთ და შიგნით ჩასადები რაღაცეები არ აქვთ. ჩვენ უკვე დავიწყეთ, ფაქტიურად ყველა ტექნოლოგიურ კომპანიას ვხვდებით და გვინდა კონტენტის მუდმივმოქმედი წარმოება გავაკეთოთ, ოღონდ, არა ჩვენი დაკვეთით, არამედ აქაც გავხსნათ ბაზარი და ვთქვათ, რომ ჩვენ ვაპირებთ ფული ვუხადოთ კომპანიებს, რომლებიც ისეთ საიტებს, თამაშებს გამოიგონებენ, რომლებიც ბავშვებს გამოადგებათ. მაგალითად, ჩვენ ვაპირებთ, ”ვეფხისტყაოსნის” კომპიუტერული თამაში გაჩნდეს, მართლა ვაპირებ. თუ, კომპიუტერული თამაში მიესადაგება ქიმიას, იქაც მინდა გაჩნდეს. ისტორიას ვიცით, რომ ნამდვილად მიესადაგება. ყველა საგანში მინდა გაჩნდეს კომპიუტერული თამაშები. ზოგი თამაში პოპულარული გახდება, ზოგი, მაგარი ბანძი იქნება და არავინ ითამაშებს, ჩვენი ჭირიც წაუღია, ანუ, ბევრი უნდა იყოს”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი