ჭარბწონიანობის პრობლემა საქართველოში - როგორია სტატისტიკა და რა დაავადებებს იწვევს წონის მატება

ჭარბწონიანობის პრობლემა საქართველოში - როგორია სტატისტიკა და რა დაავადებებს იწვევს წონის მატება

ჭარბწონიანობა და მასთან დაკავშირებული პრობლემა მსოფლიოში უამრავ ადამიანს აწუხებს, სამწუხაროდ გამონაკლისი არც საქართველოა. მედიკოსებმა უკვე უწოდეს სიმსუქნეს ავადმყოფობა, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროება. აღსანიშნავია, რომ ჭარბწონიანობა გვხვდება არა მხოლოდ ზრდასრულ ასაკში, არამედ ბავშვებშიც.

რა დაავადებებს იწვევს წონის მატება და როგორ ავირიდოთ თავიდან ჭარბწონიანობა, Allnews.ge ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას ესაუბრა.

-სხეულის მასის ინდექსის მიხედვით, არსებობს სიმსუქნის რამდენიმე ხარისხი. კერძოდ ეს არის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ხარისხის სიმსუქნე, ცალკეა ჭარბი წონა. ადამიანის სხეულის მასის ინდექსი ინდივიდუალურია, თუმცა სტანდარტული ფორმულით ის გამოითვლება - სხეულის წონა შეფარდებული სიმაღლის მეტრ-კვადრატთან. სწორედ ამის მიხედვით ისმევა დიაგნოზი, საქმე გვაქვს ჭარბ წონასთან თუ სიმსუქნის რომელიმე ხარისხთან. ჭარბი წონა ორგანიზმის მდგომარეობაა, ხოლო სიმსუქნე უკვე დაავადებაა, რომელსაც სჭირდება კომლექსური მკურნალობა.

-რა არის ჭარბი წონის გამომწვევი მიზეზი?

-პირველ რიგში ეს არის კვება, ამას გარდა მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონალური დარღვევა. შესაძლოა მიზეზი იყოს გენეტიკური ფაქტორიც, რადგან გენეტიკა ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეს განსაზღვრავს. თუმცა, გენეტიკური ფაქტორი იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა გამოვლინდეს ესა თუ ის დაავადება. ბოლო წლებში სიმსუქნის მომრავლება მთელ მსოფლიოში ჰიპერმარკეტებისა და სწრაფი კვების ობიექტების სიმრავლეს უკავშირდება. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი