თსუ-ს ახლადარჩეული რექტორი პირველად, ყველა მწვავე კითხვას ღია ეთერში უპასუხებს

თსუ-ს ახლადარჩეული რექტორი პირველად, ყველა მწვავე კითხვას ღია ეთერში უპასუხებს

30 სექტემბერს ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემაში "ჩემი კითხვა" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლად არჩეული რექტორი გიორგი შარვაშიძე მოქალაქეებს უპასუხებს! მიიღეთ მონაწილეობა გადაცემაში, დასვით ნებისმიერი თამამი და კრიტიკული კითხვა!

"ჩემი კითხვა" - ეს არის "Palitranews"-ის ინოვაციური პროექტი, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, რეალურ დროში, ინტერნეტის საშუალებით, ვიდეოთვალით, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად დასვას კითხვა.

შემოსული კითხვებიდან აირჩევა 10 კითხვა პროდიუსერების ჯგუფის მიერ და კითხვის ავტორებს შესაძლებლობა მიეცემათ, ღია ეთერში მიიღონ პასუხები კითხვის ადრესატისგან.

როგორ დავსვა კითხვა?

გადაცემაში მონაწილეობა ძალიან მარტივია. ამისათვის გამოიყენეთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი, თქვენთვის სასურველი საშუალება.

ეწვიე Palitranews-ის Facebook-ის გვერდს, დასვი შეკითხვა და გააკეთე ჰეშთეგი #ჩემიკითხვა,

ან გამოგზავნე E-mail მისამართზე: info@palitranews.ge

ან მოგვწერე SMS ნომერზე - 577 11 11 30

ან მოგვწერე Viber-ში ნომერზე - 577 11 11 30

ან მოგვწერე Skype-ში. Palitra.news

პარასკევს, 30 სექტემბერს თქვენს კითხვებს გიორგი შარვაშიძე უპასუხებს, ხოლო 7 ოქტომბერს მაყურებელთა კითხვებზე პასუხის გასაცემად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ემზადება.

ჰკითხე, რაც გინდა!

P.S. დაწერეთ ნებისმიერი შეფასება ჩვენი პროექტის შესახებ თქვენს Facebook-გვერდზე და გამოიყენეთ ჰეშთეგი #ჩემიკითხვა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი