"9 წელი რაც ჩაიდინეს, არ დააპატიმრეს და ახლა ესეც მოუთმინოს ხალხმა?!" - როგორ ეხმაურებიან ფარულ ჩანაწერს ცნობილი ადამიანები

"9 წელი რაც ჩაიდინეს, არ დააპატიმრეს და ახლა ესეც მოუთმინოს ხალხმა?!" - როგორ ეხმაურებიან ფარულ ჩანაწერს ცნობილი ადამიანები

სოციალურ ქსელში დღეს სკანდალური ფარული ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც სავარაუდოდ, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრს შორის დიალოგია ასახული. ოდესის გუბერნატორი აკაკი მინაშვილს, პეტრე ცისკარიშვილს, ნუგზარ წიკლაურსა და გიგი წერეთელს ესაუბრება "რევოლუციურ სცენარზე". უცნობია, ავთენტურია თუ არა ჩანაწერი და სად ან როდისაა ის ჩაწერილი.

ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით დაიწყო. "ნაციონალური მოძრაობის" ორი წევრი - აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური დაკითხვაზე დაიბარეს.

რას ფიქრობენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები გავრცელებულ ჩანაწერზე, სჯერათ თუ არა მისი ავთენტურობის და ვისი პასუხისმგებლობის საკითხს ხედავენ - ამ საკითხზე რამდენიმე მათგანს ვესაუბრეთ:

ქეთი დოლიძე:

"ამას დამტკიცება არ უნდა, რომ ეს არის ნამდვილი და ავთენტური ჩანაწერი. ნებისმიერ ქვეყანაში ეს ადამიანები უკვე დაპატიმრებულები იქნებოდნენ, - მორჩა და გათავდა! მაგრამ არ ვიცი, მათ ვინ იცავს, ამერიკის საელჩო თუ ვინ. ეს მარტო გადატრიალების მცდელობა კი არ არის, მოწოდებაა სიხლისღვრიკენ, თანაც, პირდაპირ. ისინი, ვინც უსმენენ მას, ჩანაწერში ჩანს, რომ ვერ ეწინააღმდეგებიან, პირდაპირ თხოულობს სისხლის ღვრას. ესენი ეუბნებიან - ვერ მოვუგებთ, წავაგებთ, ის იქიდან იფხრიწება, რომ სისხლი დაიღვაროს! ხომ ვამბობ, სრული მოცემულობაა იმისთვის, რომ ეგენი ციხეში უნდა იყვნენ და ნებისმიერ ქვეყანაში ასეც იქნებოდა. 9 წელი რაც ჩაიდინეს, იმისთვის არ დააპატიმრეს და ახლა ამასაც უნდა მოუთმინოს ხალხმა? არ უნდა მოუთმინოს, მაგრამ გარეთ ხომ არ გამოვლენ? ამიტომ, კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და მიიღოს შესაბამისი ზომები. არ შეიძლება ისინი გარეთ დადიოდნენ"

ბუბა კიკაბიძე, მომღერალი:

"მიმაჩნია, რომ ეს არის მონტაჟი, რადგანაც ჩანაწერში ლიტერატურაც ისეთია, რომ ასე სამარცხვინოდ არავინ ლაპარაკობს. მონტაჟია, კი.

- ე.ი. სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე არ არსებობს?

- არა მგონია, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ხოლო თუ ვისგან, ეს არავინ იცის. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ რამე მოხდეს. საერთოდ, ცივილიზებულ ქვეყნებში წესია, რომ მსგავსი საქმეები ჯერ უნდა გამოიძიონ და მერე თქვან, ეს ასე და ასეაო და თან, დაასაბუთონ, მარტო ფოტოებით ლაპარაკი არ შეიძლება.

ქეთათო ჩარკვიანი, მომღერალი:

"ფეისბუქზე მოვუსმინე ამ ჩანაწერს, რამდენად ნამდვილია ეს ჩანაწერი არ ვიცი, მაგრამ დღესდღეობით აბსურდია ასეთი სცენარების განხილვა. გამომძიებლად ვერ გამოვდგები და ვერ ვიტყვი არის თუ არა ეს ავთენტური, მაგრამ ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის ყველანაირი არეულობა და რევოლუცია მიუღებელია.

- ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს?

- საინტერესოა ვინ ავრცელებს ამ ჩანაწერებს, ეს ხალხზე კარგად არ მოქმედებს. ორივე მხარის, გამავრცელებლის და ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში ჩანაწერში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს. მაგრამ პირველ რიგში გამოძიებულ უნდა იქნას ყველაფერი. ლაპარაკით, მე და თქვენც შეიძლება ბევრ რაღაცაზე ვილაპარაკოთ და ვიოცნებოთ და ეს ყველაფერი რეალობისგან შორს იყოს"

თამრიკო ჭოხონელიძე, მომღერალი:

"საზოგადოება ხედავს, რომ ნამდვილად აღარ ვარ ისეთი აქტიური, როგორც ადრე, რადგანაც მაშინ მიმაჩნდა, რომ ყველაზე დიდი უზნეობა, რაც მიშა სააკაშვილს მთელი თავისი ატრიბუტიკით ახლდა, უნდა წასულიყო. ვფიქრობდი, რომ თავისი მაქსიმალური უარყოფითი შესაძლებლობები უკვე ამოწურული ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დადებითიც გააკეთა. ამიტომ მაქსიმალურად მხარს ვუჭერდი "ქართულ ოცნებას", მაგრამ დღეს დაბნეული ვარ და ბევრ საკითხში ვერ გავრკვეულვარ, უფრო მოლოდინის რეჟიმში ვარ. ალბათ რაღაც აზრი მაინც ჩამომიყალიბდება. სწორედ ეს არის მიზეზი იმის, რომ ვერც ერთ პოლიტიკურ შოუში ვერ მხედავენ და არც ჩემი ტელეინტერვიუს ისმენენ ტელევიზიიდან. გამორიცხულია, როცა რაღაც არ ვიცი, მასში ჩავერთო.

რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, თავის დროზე, როცა პირველად გამოქვეყნდა, მიმაჩნდა, რომ ხალხის ფსიქიკაზე დიდი ზეწოლა იყო და ეს არ შეიძლებოდა. ე.წ. მოსმენები, ჩანაწერები ადრეც იყო ხოლმე, შესაძლოა დღეს გაუმჯობესებული აპარატურით იწერენ ამ ყველაფერს, არ ვიცი, როგორ ხდება ეს, მაგრამ ფაქტია, რომ ფარული მოსმენებისა და ჩანაწერების მთელი არქივი ჰქონდათ, მაგრამ მას არ ახმაურებდნენ და ასე არ ახვევდნენ თავზე ადამიანებს. სახოგადოებაზე არ მოქმედებდნენ. დაითრგუნა ხალხი, მართლა ყველაფრის ეშინიათ, მგონი, უკვე საკუთარი თავისა და ჩრდილისაც კი, დამნაშავეები არიან თუ არა.

ეს ყველაფერი ვფიქრობ, უზნეობის ერთ-ერთი გამოვლინებაა, დაუშვებელია ხალხი ამ მდგომარეობაში ჩაყენება. მუდმივად იმის ძახილი, - რა საშინელი მთავრობის ხელში ვართ, ან ვინ იყო წინა მთავრობის წარმომადგენელი, - ასეთი საქციელი დაუშვებელია, - რა დააშავა ხალხმა?! ამ ყველაფრის შემყურეებს, ზოგს საკუთარი თავი დაავიწყდა, არადა, ოჯახები აქვთ სარჩენი და ამ საშინელი სიტუაციის გამო ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ბევრი".

კოტე ყუბანეიშვილი: ურთიერთპროვოკაციული მგონია ეს ჩანაწერი. ისინი ამას აბრალებენ, ესენი იმას და საბოლოო ჯამში, საქმე წინ არ მიდის. ხელისუფლების ბრალია, რომ არ ხდება ასეთი საქმეების გამოძიება, რადგან არაფერს არ აკეთებს დაბრალებების გარდა. ისინი არ მგონია რამის მომწყობები იყვნენ, რამე რომ სდომოდათ, თავიდანვე გააკეთებდნენ. როგორც ყველა ქართველს, მომბეზრდა ამდენი ღვარძლი და შური. თბილისში რომ ვიყო, უფრო კონკრეტულად ვისაუბრებდი.

ლალი ფაცია, თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ვმუშაობთ, რომ ოთხ დიდ ქალაქში ივლისიდან "ამცრელი სივრცეები" ჩამოყალიბდეს, აცრები ჩატარდება პავილიონებში, მოლებსა და სპორტულ დაწესებულებებში" - გამყრელიძე

"ქვეყანაში მასიური ვაქცინაციის უახლოეს მომავალში დაწყება რეალურია" - რამდენი ვაქცინა შემოვა საქართველოში წლის ბოლომდე და უნდა ატარონ თუ არა აცრილებმა ნიღაბი?

რამდენი ადამიანია ვაქცინის ორივე დოზით აცრილი და რამდენი ინფიცირებული გადის მკურნალობას კლინიკაში - თამარ გაბუნია უახლესი მონაცემებით