გოგა ხაინდრავა - ”ჰეროკრატიის” რეიტინგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა

გოგა ხაინდრავა - ”ჰეროკრატიის” რეიტინგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა

რეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, ტელესერიალ ”ჰეროკრატიის” რეიტინგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მისი თქმით, სერიალის ყურებადობა ძალიან მაღალია.

”Myvideo.ge-ზე ერთ სერიას 140 000 მაყურებელი ყავს, სხვა საიტებზე 43, 56 ათასი. ”იმედის” და GDS-ის ყურებადობა აიწია. ამ თვალსაზრისით ყველაფერს გადააჭარბა შედეგმა. ყურებადობა არის ძალიან მაღალი”, - განაცხადა ხაინდრავამ.

ხაინდრავას თქმით, მისი ნამუშევარი მაღალი ხარისხის კინემატოგრაფიული ნამუშევარია.

”ფილმში არის ძალიან მაღალი დონის საშემსრულებლო ოსტატობა. ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა ის, რომ პრაქტიკულად 80% მსახიობების არიან რეგიონალური თეატრებიდან. ისეთი სახეები შექმნეს ამ მსახიობებმა, რომ მაყურებლის ნაწილს ჰგონია, რომ ეს რეალურია. ვისაც ხედავთ ფილმში, ყველა არის მსახიობი. ეს არის უნიკალური პროექტი. ასეთი მასშტაბის პროექტი არ განხორციელებულა. ლენინს აქვს ნათქვამი, რომ ჩვენთვის ყველაზე მეტი ხელოვნება არის კინო, რადგან ესმოდა რა გავლენა შეიძლება იქონიოს საზოგადოებაზე კინომ. დიდი ნაწილი მსოფლიოსი კინოილუზიებით ცხოვრობს, რომ გონიათ რასაც უყურებენ, რეალურია ცხოვრებაში. ამ მიმართულებით ეს ფილმი აბსოლუტურად რეკორდსმენია”, - აღნიშნა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოში პროფესიონალური კრიტიკული შეფასებები არ კეთდება.

”არცერთი პროფესიონალური შეფასება არ ყოფილა. კრიტიკის მხრივ ეს ჟანრი ძალიან მოისუსტებს საქართველოში. მე ძალიან მჭირდება პროფესიონალი კრიტიკოსი. არაფერია უშეცდომო და არის შეცდომებიც, არის მომენტები, რომელიც მეტ-ნაკლებად კრიტიკას იმსახურებს. კარგი იქნებოდა გამეგო კრიტიკა, რადგან მომავალში მეცოდინება რა უნდა გავაკეთო”, - აღნიშნა ხაინდრავამ.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი