თბილისში დახაზული "ბასლეინები" და აკრძალვა მძღოლებისთვის - ეს უნდა გაითვალისწინოთ!

თბილისში დახაზული "ბასლეინები" და აკრძალვა მძღოლებისთვის - ეს უნდა გაითვალისწინოთ!

თბილისში სამ ადგილას ე.წ. "ბასლეინები" (გზის სავალი ნაწილი განკუთვნილი მხოლოდ ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის, Bus Lane) დაიხაზა. ავტობუსის სავალი ნაწილი კუს ტბის ასახვევიდან ვაკის პარკამდე, ვაკის პარკიდან გიორგი წერეთლის ქუჩის მიმართულებით და გორგასლის ქუჩაზე მოიხაზა.

საგზაო მონიშვნები ყვითელ ფერში შესრულდა და ზოლში გაკეთდა წარწერები Bus Lane. გზაჯვარედინებსა და ქუჩების შესახვევებში Bus Lane-ები წყვეტილია, რაც კერძო მანქანებსა და ტაქსებს სასურველი მიმართულებით შესვლის უფლებას აძლევს. უშუალოდ Bus Lane-ში მოძრაობა მათთვის აკრძალულია.

იხილეთ ვიდეო: თბილისში "ბასლეინებზე" მანქანები დადიან - რა ელით კანონდამრღვევ მძღოლებს

თუმცა, თუ დედაქალქში არსებულ მოძრაობას გავიხსენებთ, გამორიცხული არ არის, რომ ქართველმა მძღოლებმა მაინც გადაკვეთონ ეს აკრძალული ხაზი. როგორ გააკონტოროლებს საპატრულო პოლიცია იმას, რომ "ბასლეინების" ზოლში მხოლოდ ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა იარონ, დგას თუ არა იქ გამაფრთხილებელი ნიშანი და რა სანქციას ითვალისწინებს წესის დარღვევა - ამ კითხვებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ.

როგორც უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, მსგავსი ტიპის საგზაო მონიშვნები აქამდეც იყო, თუმცა თუ მძღოლები ამ ხაზს გადაკვეთენ და მათთვის აკრძალულ მონაკვეთზე გაივლიან, ისინი კანონის შესაბამისად დაჯარიმდებიან.

"ამ სიახლით რაიმე ცვლილება ადმინისტრაციულ კანონში არ შესულა, უბრალოდ, საგზაო მონიშნვნების მკაფიო ვიზუალიზაცია მოხდა. როგორც წესი, ყველა მძღოლმა იცის, რომ როცა ასეთი მონახაზია გზაზე, ეს ნიშნავს, რომ იქ გავლა ეკრძალება და ის არის ავტობუსისა და სამარშუტო ტაქსის სავალი გზა.

იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი მაინც გაივლის იქ, მოძრაობის წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლით დაჯარიმდება. პატრული ამას ყოველწუთს ვერ გააკონტოლებს, მაგრამ თუ საპატრულო პოლიციის თვალთახედვაში მოხვდა ასეთი დარღვევა, მძღოლი აუცილებლად დაჯარიმდება. რაიმე სპეციალური ნიშნები არ გაკეთდება, რადგან თავად არის ისე დახაზული, რომ ყველა მძღოლმა იცის ამ მონახაზის დანიშნულება. ზოგადად კი, ყველა სამართალდარღვევაზე მოხდება რეაგირება, იქნება ეს ავტობუსის ხაზზე გადასვლა, ღერძულა ხაზზე თუ სხვა საგზაო ნიშანზე", - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი