მთავარი პროკურატურა - ინიშნება ექსპერტიზა, რათა გაირკვეს აუდიოჩანაწერში არსებული ხმები ეკუთვნით თუ არა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებს

მთავარი პროკურატურა - ინიშნება ექსპერტიზა, რათა გაირკვეს აუდიოჩანაწერში არსებული ხმები ეკუთვნით თუ არა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებს

მთავარი პროკურატურა ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული ლიდერების საუბარს ასახავს, კომენტარს აკეთებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა, ინიშნება ტექნიკური ექსპერტიზები, რათა გაირკვეს აუდიოჩანაწერში არსებული ხმები ეკუთვნით თუ არა მიხეილ სააკაშვილს, აკაკი მინაშვილს, ნუგზარ წიკლაურს, გიგი წერეთელს, პეტრე ცისკარიშვილს, აკაკი ბობოხიძეს და ირმა ნადირაშვილს.

ამასთან, მისი განმარტებით, მთავარი პროკურატურა უკვე მუშაობს სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობაზე, რომელიც გაიგზავნება შესაბამის ქვეყნებში.

„მთავარი პროკურატურა უკვე მუშაობს სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობაზე, რომელიც გაიგზავნება შესაბამის ქვეყნებში. ამასთან გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად გამოძიების ამ ეტაპზე ინიშნება ტექნიკური ექსპერტიზები, რათა გაირკვეს აუდიოჩანაწერში არსებული ხმები ეკუთვნით თუ არა მიხეილ სააკაშვილს, აკაკი მინაშვილს, ნუგზარ წიკლაურს, გიგი წერეთელს, პეტრე ცისკარიშვილს, აკაკი ბობოხიძეს და ირმა ნადირაშვილს. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, თუ საიდან, როგორ და ვის მიერ მოხდა ხსენებული მასალის მოპოვება და შემდგომში ვიდეო პორტალ youtube.com-ზე განთავსება.

გამოძიების მსვლელობისა და შედეგების შესახებ დამატებით მოხდება საზოგადოების ინფორმირება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი