ძა­ლით გათხო­ვი­ლი და ქმრის ღა­ლა­ტით გა­ხა­რე­ბუ­ლი ქა­ლი - ის მისაბაძი ადამიანი იყო

ძა­ლით გათხო­ვი­ლი და ქმრის ღა­ლა­ტით გა­ხა­რე­ბუ­ლი ქა­ლი - ის მისაბაძი ადამიანი იყო

"მი­ხა­რია, რომ არ­სე­ბობთ. მინ­და, ბე­ბი­ა­ჩე­მის შე­სა­ხებ გი­ამ­ბოთ, რო­მე­ლიც გა­რი­გე­ბით გა­ათხო­ვეს. მი­სი მო­ნა­ყო­ლი იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ მსურს, თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის მკითხ­ველ­საც გა­ვუ­ზი­ა­რო. გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ მო­გე­წო­ნე­ბათ და და­ბეჭ­დავთ", - 38 წლის ია ალა­სა­ნია ბე­ბი­ა­ზე სა­სა­უბ­როდ რე­დაქ­ცი­ა­ში მო­ვიწ­ვიე.

- ჩე­მი ბე­ბო 16 წლის ყო­ფი­ლა, რო­ცა თვა­ლი და­ად­გეს: ქა­ლაქ­ში, ქორ­წილ­ში წა­უყ­ვა­ნი­ათ მშობ­ლებს და იქ მო­ე­წო­ნათ მო­მა­ვა­ლი ქმრის ნა­თე­სა­ვებს, ცო­ტა ხან­ში შინ მი­ად­გ­ნენ, თა­ნაც - გა­უფ­რ­თხი­ლებ­ლად. ამ დროს ბე­ბია ბლის ხე­ზე მჯდა­რა. სტუმ­რე­ბი რომ მი­ად­გ­ნენ კარს, თურ­მე, მათ ზე­ვი­დან დაჰ­ყ­ვი­რა, - ვინ ბრძან­დე­ბით და რამ შე­გა­წუ­ხა­თო? სა­დე­დამ­თი­ლოს ლა­მის უკან გა­უბ­რუ­ნე­ბია ხალ­ხი, - ეს ახ­ტა­ჯა­ნა გო­გო გინ­დათ ჩე­მი შვი­ლის­თ­ვის? სოფ­ლე­ლია, გა­უთ­ლე­ლი. ვერ ხე­დავთ, რო­გორ ტყი­უ­რი­ვით იქ­ცე­ვაო? არა­და, მის შვილს ისე მოს­წო­ნე­ბია პა­ტა­რა გო­გო, რომ დე­დის­თ­ვის ჩა­უ­ჭი­დია ხე­ლი, ლა­მის ძვლებ­ში გა­და­უმტ­ვ­რე­ვია ქა­ლი, - მო­ი­ცა­დე, ადა­მი­ა­ნო, ამის გარ­და, სხვას არა­ვის შე­ვირ­თა­ვო. გა­ჩე­რე­ბუ­ლა ქა­ლიც, იმ იმე­დით, რომ ახ­ლო­დან უფ­რო უშ­ნო იქ­ნე­ბო­და და მი­სი შვი­ლიც გა­ნი­ხიბ­ლე­ბო­და სა­პა­ტარ­ძ­ლო­თი. ბე­ბო მიყ­ვე­ბო­და: თმა გი­ჟი­ვით ისე მქონ­და აწე­წი­ლი და თეთ­რი კა­ბა ისე გამ­ჭუჭყი­ა­ნე­ბო­და, რომ მარ­თ­ლა ეშ­მაკს ვგავ­დი. მიკ­ვირს, რომ არ გა­იქ­ც­ნენ ჭიშ­კარს მომ­დ­გა­რი სტუმ­რე­ბიო. შე­ი­პა­ტი­ჟა თურ­მე, - ახ­ლა­ვე მშობ­ლებს და­ვუ­ძა­ხებ, მა­ნამ­დე კი თუ გინ­დათ, სუ­ლის მო­საბ­რუ­ნებ­ლად ჭის წყალს მო­გი­ტან­თო. თურ­მე, ჭის ცი­ვი წყა­ლი იყო უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი, რომ თა­კა­რა მზე­ში სტუ­მარს გა­მას­პინ­ძ­ლე­ბო­დი. აბა, მა­შინ სად იყო ყა­ვა და შო­კო­ლა­დი, ხალხს წყალ­ზე ეპა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ და მე­რე ღვი­ნო­სა და პურ­მა­რილ­ზეც - ასე­თი მას­პინ­ძ­ლო­ბის გა­რე­შე არა­ვინ გა­მო­გიშ­ვებ­და, თუ ძა­ლი­ან არ უჭირ­და ოჯახს.

თურ­მე, ბე­ბოს მშობ­ლებს თა­ვი­დან ელ­და ეცათ, მო­უ­ლოდ­ნე­ლი სტუმ­რე­ბი რომ და­ად­გ­ნენ თავს. რო­ცა გა­ი­გეს, რა საქ­მე­ზეც იყ­ვ­ნენ მო­სუ­ლი ქა­ლა­ქი­დან, გა­ოგ­დ­ნენ თურ­მე, - ჯერ რა დროს ამის გათხო­ვე­ბაა? ბი­ჭებ­თან ერ­თად, ისევ ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­სო, მაგ­რამ სტუმ­რებს პა­ტი­ვის­ცე­მის გა­რე­შე ხომ არ გა­უშ­ვებ­დ­ნენ და და­უ­ძა­ხეს მე­ზობ­ლებს, მა­თი დახ­მა­რე­ბით რო­გორ­ღაც სუფ­რაც გა­აწყ­ვეს. ბე­ბო ამ­ბობ­და, - მა­შინ მე­ზობ­ლო­ბაც სხვა­ნა­ი­რი იცო­და ხალ­ხ­მა. სტუ­მა­რი რომ მო­გი­ვი­დო­და, ყვე­ლა შენს დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­და, სოფ­ლის და უბ­ნის სა­ხე­ლი რომ არ შერ­ცხ­ვე­ნი­ლი­ყო და ვი­საც რა გა­აჩ­ნ­და, ის მოჰ­ქონ­დაო. იმ დღე­საც ასე მომ­ხ­და­რა: ზოგს ხა­ჭა­პუ­რი გად­მო­უ­ტა­ნია, ზოგს კერ­ძი, ზოგს პუ­რი, რა­ღაც ალ­ბათ, მას­პინ­ძ­ლებ­მა თა­ვად შე­მა­ტეს სუფ­რას და ყვე­ლამ კარ­გად მო­ილ­ხი­ნა. კა­ცე­ბი ისე დამ­თ­ვ­რა­ლან, რომ ბო­ლოს თურ­მე, სტუმ­რებს აღარ ახ­სოვ­დათ, რის­თ­ვის მო­ად­გ­ნენ მას­პინ­ძ­ლე­ბის სახლს. მხო­ლოდ სა­სი­ძო არ სვამ­დაო და იმა­საც, ქალ­ზე ეჭი­რა თვა­ლი. რო­ცა სუფ­რა აირია, დრო იხელ­თა და და­ი­მარ­ტო­ხე­ლა ბე­ბია. გა­მოჰ­კითხა თურ­მე, რო­გორ ცხოვ­რობ­და, რა აინ­ტე­რე­სებ­და, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და თუ არა. ბე­ბომ თქვა, - უნე­ბუ­რად, ყვე­ლა­ფერ­ზე ცი­ნი­კუ­რად ვპა­სუ­ხობ­დი და ვე­ხუმ­რე­ბო­და, უშ­ნოდ ვიჯღა­ნე­ბო­დი. მე­გო­ნა, ბი­ჭი ამის გა­მო ჩემ­ზე გულს აიც­რუ­ებ­და, შე­მეშ­ვე­ბო­და, მაგ­რამ პი­რი­ქით მოხ­და: ასეთ­მა საქ­ცი­ელ­მა და სი­ვე­ლუ­რემ უფ­რო მე­ტად ააფო­რი­აქა, გულ­ში ჩა­ვუ­ვარ­დი. იმ დღის მე­რე რამ­დენ­ჯერ­მე მო­მად­გა სახ­ლ­ში, მაგ­რამ ყო­ველ ჯერ­ზე ისე ვმა­ი­მუ­ნობ­დი, არ მე­გო­ნა, თუ კი­დევ გა­რის­კავ­და ჩემ­თან მოს­ვ­ლა­სო. ერ­თხელ თურ­მე, ცი­ვი წყა­ლიც შე­ას­ხა პირ­და­პირ ვედ­რო­დან: თუ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ, აჰა, გაგ­რილ­დიო. მე­ო­რედ ტა­ლახ­ში აგო­რა­ვა თურ­მე: ფეხ­ბურ­თის თა­მაშ­ზე და­უ­ყო­ლი­ე­ბია და მე­რე, ახ­ტა­ჯა­ნამ ტა­ლახ­შიც ამოს­ვა­რა. იმ დღეს ისე­თი მოთხუპ­ნი­ლი და­ად­გა ქა­ლა­ქის გზას, რომ სახ­ლ­ში დე­და მწყევ­ლი­და, ეს რა გა­ა­კე­თეო და ალ­ბათ ქა­ლაქ­ში, დე­და­მი­სი გაჰ­კი­ო­და ჩემს სა­ხელ­სო. ჰყვე­ბო­და ამას ბე­ბო და თან, კის­კი­სებ­და. ასეთ დროს ეშ­მა­კუ­ნე­ბი უბ­რ­წყი­ნავ­და თვა­ლებ­ში... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი