"გმირი" დედა და "დაუნახავი" შვილები

"გმირი" დედა და "დაუნახავი" შვილები

"მადლიერი არავინაა!"

"ტყუილად გავწირე ჩემი ახალგაზრდობა"

"ყველა უმადურია!"

აკეთებდე რამეს მთელი გულით, მონდომებით და იმ მოლოდინით, რომ "დაგიფასებენ" და უანგარობის ქვეტექსტი იყოს რამე განსაკუთრებულ "მოვლენად" აღიარების იმედი, ეს მსოფლმხედველობა ჩანასახშივე განწირულია და სავარაუდო შედეგად იმედგაცრუება მოაქვს… სამყარომ ხომ მის ნაყოფს თვისთავადად იძლევა და შემოქმედმა შეგვქმნა არა იმიტომ, რომ ჩვენგან რამეს ელის…

ჩვენ დიდი ენერგიის ბუნებრივი ნაწილაკები ვართ და ეს ისეთივე ბუნებრივი მოვლენაა, როგორც ნაყოფი ხეზე… ადამიანის დამოკიდებულებაც ამ ცუდად ჩამოყალიბებული ფილოსოფიიდან უნდა გამომდინარეობდეს, როცა ჩვენს საქმეზე, შემოქმედებაზე, ამ შემთხვევაში -ოჯახსა და შვილებზე ვფიქრობთ. ამიტომ მგონია, არასდროს არ ვიცით რამდენად სწორად გვაქვს გააზრებული ნაბიჯი, რომელსაც დედობა/ცოლობა ჰქვია. მარტო შედეგი ამზეურებს ჩვენს ნამდვილ შეხედულებებს. მანამდე შეგვიძლია, მხოლოდ ვიმსჯელოთ… ძნელია გაისიგრძეგანო უანგრობა მთელი სიღრმით, როცა დაბადებიდან ვსწავლობთ ქმედებების მიზეზ-შედეგობრივობას და ვეჩვევით, რას "მივიღებთ" "სამაგიეროდ" ე.ი. ყოველი "თესვა", "მკისთვისაა" და არ არსებობს სფერო თუ საქმე, რომელიც "მოსავალს" არ იძლევა. ჩვენც ველით…

ფილოსოფიურ თუ ორთოდოქსულ წიაღშიც კი, სულიერების ყველა სიმაღლეზე, ანგარებიანია ადამიანის უანგარობა, რომელიც მეტაფიზიკურ "გასამრჯელოს" ელის. სულიერმა მამებმაც იციან, რომ ღვაწლი უფლის მიერ (შე)ფასდება… ერში კი ვამბობთ, რომ -"ღმერთი გადაგიხდის", "იქ" დაგიფასდება" და ა.შ. მაშინ რა გასაკვირია თუ ისეთი მსხვერპლის გაღებისას, როგორსაც ოჯახური უღელი და განსაკუთრებით დედობა მოითხოვს, ჩვენ ველით, რომ გმირის წოდებას თუ არა, ოქროს ორდენს მაინც მივიღებთ (რომელსაც რა თქმა უნდა ყველა მშობელი და მეუღლე იმსახურებს)... განაგრძე კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი