"ქმარი თუ მეხმარება? კი. ტუალეტში შესულს კართან მელოდება ბავშვით ხელში, რომ გამოსვლისთანავე მომაჩეჩოს" - როგორია ერთი ქართველი დედის ყოფა

"ქმარი თუ მეხმარება? კი. ტუალეტში შესულს კართან მელოდება ბავშვით ხელში, რომ გამოსვლისთანავე მომაჩეჩოს" - როგორია ერთი ქართველი დედის ყოფა

ხშირად დედიკოები კითხვებზე ისე მოკლედ და მარტივად გპასუხობენ, თითქოს ყველაფერი გასაგებია. არადა სულ უბრალო ფრაზების მიღმა მთელი დრამაა ჩატეული. ახალგაზრდა დედის ეს ბლოგიც სწორედ ამას ამტკიცებს. "გადავწყვიტე, გაგიმარტივოთ საქმე და თანაც დრო დადგა, დედებს გავუგოთ ისე, როგორც ამბობენ…

ვიმშობიარე… ანუ გადავიტანე აუტანელი ტკივილები, მაწამეს, მომკლეს, ცოცხლად დამხვრიტეს, უამრავი ძვალი გადამტეხეს ერთად, ახლაც ძლივს დავდივარ, ვეღარც ვჯდები…

საკეისრო გავიკეთე… გამჭრეს, გამკერეს, გამფატრეს და დიდი ჭრილობით დავრჩი, ვერ ვდგები და თუ ავდექი, ვეღარ ვჯდები…

ვეჩვევი დედობას… ანუ სულ ღია მაქვს თვალები, მაშინაც როცა მძინავს, თმაზე სულ "კოსა" მაქვს დასავარცხნი თმით, სულ ხალათით დავდივარ და სტუმარი აღარ მიხარია…

მშობიარობის შემდგომ ცოტა დეპრესია მაქვს… ანუ სულ ვტირი… რაზე??? რაში გაინტერესებს?? ახლა ამას უხსენი მიზეზები, ჩემი ქმარი არ მეყოფა? განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი