თბილისის ქუჩები, სადაც გაზგამანაწილებელ სადგურებში ოდორანტის ტრანსპორტირებამ შესაძლოა, მკვეთრი სუნი გამოიწვიოს

თბილისის ქუჩები, სადაც გაზგამანაწილებელ სადგურებში ოდორანტის ტრანსპორტირებამ შესაძლოა, მკვეთრი სუნი გამოიწვიოს

შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" განცხადებით, გაზგამანაწილებელ სადგურებში ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა, აღნიშნული ნივთიერების მკვეთრი სუნი დაფიქსირდეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც AMBEBI.GE უცვლელად გთავაზობთ:

"შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" გაცნობებთ, რომ ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე საჭიროა ოდორანტის ტრანსპორტირება შესაბამის გაზგამანაწილებელ სადგურებში. მიმდინარე წლის 30 სექტემბერს ოდორანტის ტრანსპორტირება განხორციელდება თბილისში, ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე ნავთლუღის გაზგამანაწილებელ სადგურში და ასევე, გომარეთის (დმანისის რაიონი), მუხრანის (მცხეთის რაიონი), კასპისა (კასპის რაიონი) და აგარის (ქარელის რაიონი) გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებებით.

ოდორანტის ტრანსპორტირება განხორციელდება დასავლეთ საქართველოშიც. კერძოდ, გაზგამანაწილებელი სადგური - ლაითურისა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლაითური) და აჭარის გამზომი კვანძის (ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი გვარა) მიმართულებით.

მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს ოდორანტის ტრანსპორტირება განხორციელდება გაზგამანაწილებელი სადგურების - აჯამეთის (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი აჯამეთი), ზოვრეთის (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი ზოვრეთი), ზუგდიდის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ცაიში), ქვიშანჭალასა (აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელი მარანი) და სენაკის (სენაკის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალსოფელი) მიმართულებებით.

აქედან გამომდინარე, შესაძლოა ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, დაფიქსირდეს აღნიშნული ნივთიერების მკვეთრი სუნი. თუმცა, ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის. სავარაუდო დისკომფორტის გამო, შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" მოსახლეობას ბოდიშს უხდის", - ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი