რატომ არ იაფდება პური საქართველოში

რატომ არ იაფდება პური საქართველოში

ბოლო 1 წელიწადში ფქვილი 30%-ით გაიაფდა, მაგრამ პურპროდუქტებზე ფასის დაწევას არავინ ჩქარობს. პურის ქარხნებში გაიაფება თავში აზრადაც არავის მოსვლია.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ღირებულებამ, შარშანდელთან შედარებით, 13 ლარით იკლო, პურპროდუქტების ბაზარზე სრული უძრაობაა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ამ ეტაპზე 1 ტომარა ფქვილის საბითუმო ფასი 32 ლარია.

საერთაშორისო ბაზრის დინამიკას თუ მივყვებით, უდავოა, რომ დაბალი ფასი დიდხანს შენარჩუნდება. ჩიკაგოს ბაზარზე ორიოდე დღის წინ 1 ბუშელი ხორბლის ფასი 3,96 დოლარს შეადგენდა და უკვე კარგა ხანია, რაც 4 დოლარის ფარგლებში ტრიალებს. საქართველოს მთავარ მომწოდებელ რუსეთშიც მარცვლეულის ფასი მინიმუმამდე დაეცა.

აქედან გამომდინარე, საქართველოში ყველა პირობაა პურპროდუქტების გასაიაფებლად, მაგრამ ქართველ მეწარმეებს ამის აღიარება არ უნდათ. რატომღაც ყველა ფიქრობს, რომ "პურს ისედაც იაფად ყიდის".

"თემქის პურის ქარხნის" წარმომადგენელმა "რეზონანსს" განუცხადა, რომ 400-გრამიან პურს მომხმარებელს 50 თეთრად სთავაზობს, რაც ბაზარზე ყველაზე დაბალი ღირებულებაა და ფასს ვეღარ შეცვლის.

"რა ტენდენციაც არ უნდა ჩამოყალიბდეს, ჩვენი ქარხნის საქმიანობაზე ჯერჯერობით ვერ მოახდენს გავლენას. პურს 50 თეთრად ვყიდით და ამაზე მეტი შეღავათი წარმოუდგენელია. შეიძლება ფქვილი იაფია, მაგრამ სხვა ხარჯის გაწევაც გვიხდება. ისედაც მიზერული ფასი გვაქვს", - ამბობს ქარხნის დირექტორი.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი