"ხშირად მომიწევს ორ ქვეყანას შორის ფრენა" - ვინ არის გოგო, ვისთანაც უკრაინაში მყოფი გიორგი ნაზღაიძე ყველაზე მეტ დროს ატარებს

"ხშირად მომიწევს ორ ქვეყანას შორის ფრენა" - ვინ არის გოგო, ვისთანაც უკრაინაში მყოფი გიორგი ნაზღაიძე ყველაზე მეტ დროს ატარებს

ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე ბოლო დროს აქტიურად აღარ ჩანს. ჩვენთვის ცნობილი, გახდა, რომ ის საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა. თბილისში უკვე საუბრობენ იმის შესახებ, რომ გიორგიმ უკრაინაში ახალი სიყვარულიც იპოვა. რატომ დატოვა საქართველო ცნობილმა ტელეწამყვანმა, ამის გასარკვევად Ambebi.ge თავად ნაზღაიძეს ესაუბრა.

- გიორგი, რატომ წახვედით საცხოვრებლად უკრაინაში?

- გადასვლით არ გადავსულვარ. უბრალოდ, რაღაც საქმეებთან დაკავშირებით ხშირად მომიწევს უკვე აქეთ ჩამოსვლა. საქმეების გარდა გასართობად და ჩემს მეგობრებთან ჩამოვდივარ. აქ უკვე მეორე ვიზიტით ვიმყოფები, რა დროით, ეს არ ვიცი. თბილისში რამდენიმე სამსახური მაქვს, რომელსაც ასე მარტივად ვერ მივატოვებ, ამიტომ ხშირად მომიწევს ორ ქვეყანას შორის ფრენა. თუ რისთვის ვარ აქ, ამას უკვე დრო გვიჩვენებს.

- თბილისში ხმები გავრცელდა, რომ უკრაინაში შეყვარებული გყავთ და ამიტომაც ჩადიხართ ასე ხშირად...

- ბევრმა მომწერა, რომ თბილისში არის უკვე ეს ჭორი. მაგრამ მე პირადზე არ ვსაუბრობ.

- ვინ არის გოგონა, ვისთან ერთად გადაღებული ფოტოებიც ვრცელდება ინტერნეტში?

- ეს გოგონა არის ქეთი, რომელიც ჩემი მეგობარია. ქეთი გავიცანი საერთო მეგობრისაგან და ის არის დღეს ჩემი კარგი მეგობარი. ის პიარის სპეციალისტია, ამავე დროს სწავლობს და ერთ-ერთი კომპანიის პიარში მუშაობს. სხვას ვერაფერს გეტყვით.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი