Associated Press - ლას ვეგასში მოკლული ალექსანდრე ხუციშვილი შევარდნაძის დაცვის წევრი იყო

Associated Press - ლას ვეგასში მოკლული ალექსანდრე ხუციშვილი შევარდნაძის დაცვის წევრი იყო

ლას ვეგასში მოკლული ქართველი საქართველოში სამხედრო მოსამსახურე იყო, - ამის შესახებ Associated Press-ი წერს. სააგენტოს ცნობით, ალექსანდრე ხუციშვილი გასულ კვირას ლას ვეგასში, "სტარბაქსის" კაფეში მოკლეს.

როგორც Associated Press-ს მოკლულის მეგობარმა აცნობა, 41 წლის ხუციშვილი საქართველოში ცხოვრების პერიოდში ედუარდ შევარდნაძის პირად დაცვაში მსახურობდა.

სააგენტოს ცნობით, ალექსანდრე ხუციშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხუთჯერ გასამართლებული 34 წლის პედრო ხოსე გარსიაა, რომელის ამ დროისთვის დაკავებულია. მიმდინარეობს მისი სასამართლო პროცესი.

Associated Press-ი წერს, რომ ტრაგიკული შემთხვევა გასულ კვირას, დილის საათებში მოხდა, როდესაც "სტარბაქსის" კაფეში შესულ გარსიას, პერსონალმა მომსახურებაზე უარი უთხრა, რადგან საკრედიტო ბარათზე თანხა არ ჰქონდა. კაფეში მომხდარი კონფლიქტის დროს გარსიამ ცეცხლსასროლი იარაღით ხუციშვილს სასიკვდილო ჭრილობა მკერდის არეში მიაყენა.

მედიაში გავრცელებული ცნობით, ალექსანდრე ხუციშვილი ორჯერ იყო დაქორწინებული, ის სამი შვილის მამაა.

ხუციშვილი აშშ-ში 1992 წელს გაემგზავრა საცხოვრებლად, 2004 წელს კი ამ ქვეყნის მოქალაქე გახდა. ლას ვეგასში გადასვლამდე ის სამხრეთ კალიფორნიაში ცხოვრობდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი