სახლები თბილისში, რომელთა ფასიც 5 მილიონს აღწევს

სახლები თბილისში, რომელთა ფასიც 5 მილიონს აღწევს

უძრავი ქონების ვებგვერდების მონაცემებით, თბილისში მდებარე იმ ბინებისა და საცხოვრებელი სახლების რიცხვი, რომელთა ფასი 1 000 000 დოლარს აღემატება, 200-ზე მეტია.

თბილისში ყველაზე ძვირად ღირებული კერძო სახლი ვაკეში მდებარეობს და მისი ფასი 5 000 000 დოლარია. სახლი 4-სართულიანია და 300 კვ. მეტრი ეზო აქვს. სახლში არის აუზი, საუნა და მოპირკეთებულია მარმარილოთი.

Saqme.ge-ის მონაცემებით, 4 მილიონ დოლარად იყიდება დიღომში მდებარე 3-სართულიანი სახლი, რომელიც 30 ოთახისგან შედგება. სახლს 1 740 კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართი და 10 000 კვ. მიწის ფართობი აქვს.

ასევე 4 მილიონ დოლარად იყიდება კერძო, 4-სართულიანი სახლი ვაკეში, რომელიც 5 აბაზანისგან, აუზისგან და საუნისგან შედგება. სახლი ვარდის ხის პარკეტით არის გაწყობილი.

ოდნავ ნაკლებად, 3 700 000 დოლარად იყიდება საბურთალოზე მდებარე კერძო, 5-სართულიანი სახლი. სახლში აუზისა და საუნის გარდა, არის ლიფტიც.

საბურთალოზე მდებარე კერძო სახლი 3 000 000 დოლარად იყიდება. სახლი 4-სართულიანია. სახლს აქვს დახურული საცურაო აუზი, საუნა, სამრეცხაო, გალერეა, გამწვანებული ეზო და ხედი ქალაქზე.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი