თბილისში 10 ახალი ავტობუსი შემოვიდა - ნახეთ პირველი ფოტოები

თბილისში 10 ახალი ავტობუსი შემოვიდა - ნახეთ პირველი ფოტოები

თბილისში დღეიდან 10 ახალი ავტობუსი იმოძრავებს.

თბილისში, ვარდების მოედანზე, დღეს MAN -ის 10 ახალი ავტობუსის პრეზენტაცია გაიმართა. ავტობუსები უახლოეს დღეებში #61 ხაზზე იმოძრავებენ.

როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, ახალი ავტობუსები ევროსტანდარტების შესაბამისია, ეკოლოგიურად სუფთაა და მუშაობს CNG-ის საწვავზე.

იხილეთ ახალი ავტობუსების პრეზენტაციის ვიდეო

"მნიშვნელოვანია, რომ ახალი ავტობუსები არის გარემოსთვის უსაფრთხო. ეს არის ბუნებრივ გაზზე მომუშავე ევროექვსის მარკის ავტობუსები, რომელიც არის ყველაზე მაღალი კლასის საქალაქო ავტობუსი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ახალი ავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირებზე", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, ავტობუსებში იქნება გათბობისა და კონდიცირების სისტემა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ახალი ავტობუსებისთვის სასესხო რესურსი - 27 მილიონი გამოყო EBRD-მა, ხოლო ევროკავშირის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა E5P-მ 7 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოყო.

დაათვალიერეთ ახალი ავტობუსების  ფოტოები

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, 143 ავტობუსი თებერვლის ბოლომდე შემოვა თბილისში. დავით ნარმანიას თქმით, 13 ავტობუსი შემოვა იანვარში, 60 - თებერვალში, 60 ავტობუსი - მარტში.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რომელმაც განაცხადა, რომ ძალიან მნიშნელოვანია ის ფაქტი, რომ გარდა კომფორტისა, ისინი მუშაობენ ბუნებრივ გაზზე.

"დაუწესეთ ბავშვებს შეზღუდვები, თქვენ მშობელი ხართ და არა მისი მეგობარი" - პედაგოგის 18 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ

"დავეხმაროთ პატარა მზე ბიჭს გამოჯანმრთელებაში" - 4 წლის დემეტრე ჭელიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

"მივფრინავ-მოფრინავ... ვიღლები, მაგრამ მივეჩვიე" - რა არის ნათია თოდუას წარმატების ფორმულა და ვის გულშემატკივრობს "საქართველოს ვარსკვალვში"