Bpn.ge-ს გამოკითხვაში რადიო "პალიტრის" საინფორმაციო გამოშვება პირველ ადგილზეა

 Bpn.ge-ს გამოკითხვაში რადიო "პალიტრის" საინფორმაციო გამოშვება პირველ ადგილზეა

"ბიზნესპრესნიუსზე" ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, აღმოჩნდა რომ ყველაზე მეტი მკითხველი რადიო პალიტრას საინფორმაციო გამოშვებას უსმენს.

შეკითხვაზე "რომელი რადიოს საინფორმაციო გამოშვებას უსმენთ" გამოკითხულთა 27,4%-მა მიუთითა, რომ ყველაზე ხშირად რადიო "პალიტრის" საინფორმაციო გამოშვებას უსმენს.

გამოკითხვაში მონაწილეთა 24,5% რადიო "ფორტუნას" საინფორმაციო გამოშვებას უსმენს, 19,3% კი რადიო "მაესტროს". დანარჩენი რადიოების საინფორმაციო გამოშვებებზე ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: 10,2% - "საზოგადოებრივი რადიო", 8,6% - რადიო "იმედი", 5,25% - რადიო "კომერსანტი", 4,8% - "რადიო თავისუფლება".

"მოხარულები ვართ რომ ხალხი ირჩევს რადიო პალიტრას და მის საინფორმაციო გამოშვებას. ეს გამოკვლევა კიდევ ერთი დასტურია იმისა რომ რადიო პალიტრას საინფორმაციო გამოშვებას აქვს მაღალი რეიტინგი, რაც იმ გუნდის დამსახურებაა რომელიც თავდაუზოგავად მუშაობს იმისთვის, რომ მსმენელებს დროულად მიაწოდოს ობიექტური, სანდო ინფორმაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ. რადიო პალიტრა უკვე 8 წელია თქვენი სანდო თანამგზავრია."

ვახტანგ მძინარაშვილი - რადიო პალიტრას მარკეტინგის სამსახურის უფროსი

სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 420-მა ადამიანმა მიიღო. გამოკითხვა საიტზე 11 აგვისტოდან 27 სექტემბრამდე მიმდინარეობდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი