აქციის მონაწილეები რომის პაპს საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ

აქციის მონაწილეები რომის პაპს საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ

რომის პაპს აეროპორტის გზაზე მართლმადიდებელთა ერთი ჯგუფი საპროტესტო აქციით დახვდა. აქციის მონაწილეებმა პაპის ესკორტი შეძახილებით: „წყეულო“, „ეშმაკისეულო“ გააცილეს.

მათი შეფასებით, პაპი საქართველოში სამოციქულო ვიზიტით ჩამოდის.

”ვაპროტესტებთ იმიტომ, რომ პაპი ჩამოდის სულიერი, სამოციქულო მისიით იმისათვის, რომ იქადაგოს რაც ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის მიუღებელია. ეწევა პროზელიტურ საქმიანობას, ატარებს მესას სტადიონზე, უნდა შესვლა სვეტიცხოველში”, - განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.

მისივე თქმით, პაპი შეეცდება, რომ ეკლესიურად გაუნათლებელი მართლმადიდებელი ადამიანები გადაიბიროს.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი