პატრიარქი და პაპი - სულიერი ლიდერების პირველი შეხვედრის ემოციური ფოტოები

პატრიარქი და პაპი - სულიერი ლიდერების პირველი შეხვედრის ემოციური ფოტოები

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოშია. სულიერ ლიდერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დახვდნენ.

აეროპორტიდან რომის პაპმა პრეზიდენტის სასახლეში გადაინაცვლა, სადაც გაიმართა პირისპირ შეხვედრა გიორგი მარგველაშვილთან. პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა და რომის პაპმა 300-მდე მოწვეულ სტუმარს სიტყვით მიმართეს.

მოგვიანებით კი, პონტიფიკოსი პატრიარქმა საპატრიარქოში მიიწვია, სადაც ორი სულიერი ლიდერის ერთობლივი შეხვედრა იმართება. 2013 წელს არჩეული რომის პაპი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი პირველად ხვდებიან ერთმანეთს.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

Pope Francis arrives in Georgia

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი