ილია მეორე - მთელ მსოფლიოში არის რწმენისა და სიყვარულის დეფიციტი

ილია მეორე - მთელ მსოფლიოში არის რწმენისა და სიყვარულის დეფიციტი

ჩვენს ქვეყანაში, ისე, როგორც მთელ მსოფლიოში, არის რწმენისა და სიყვარულის დეფიციტი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, რომის პაპ ფრანცისკესთან შეხვედრისას განაცხადა.

"დღეს საქართველო არის ახალი პრობლემების წინაშე - თითქმის 500 ათასი ადამიანი არის ლტოლვილი საკუთარ ქვეყანაში. ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ცხინვალი და აფხაზეთის რეგიონი არის ძირძველი ქართული მიწა და მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი. არასდროს ყოფილა კონფლიქტი ქართველებსა და აფხაზებს შორის. ეს არის ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტი, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ეს პრობლემები დაძლეული იქნება, მთავარია დავძლიოთ სულიერი პრობლემები. ქვეყანაში, ისე, როგორც მთელ მსოფლიოში, არის რწმენისა და სიყვარულის დეფიციტი", - ბრძანა უწმინდესმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი