რომის პაპის საწინააღმდეგო აქცია სტადიონთან - "კრეტაზე მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს უწოდა კატები, რომლებიც ანეგდოტებს ყვებოდნენ"

რომის პაპის საწინააღმდეგო აქცია სტადიონთან - "კრეტაზე მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს უწოდა კატები, რომლებიც ანეგდოტებს ყვებოდნენ"

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონთან რომის პაპის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. მიხეილ მესხის სტადიონზე რომის პაპი წმინდა წირვას აღავლენს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი აპროტესტებენ საქართველოში რომის პაპის ვიზიტს და აცხადებენ, რომ რომის პაპი ფრანცისკე არ არის ჩვენი კეთილმოსურნე.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მღვდელ დავით ნოზაძის თქმით, რომის პაპი სამოციქულო მისიით არის საქართველოში ჩამოსული, რაც იმას ნიშნავს, რომ მან თავის სარწმუნოება უნდა იქადაგოს.

"რომის პაპი ჩამოვიდა სამოციქულო მისიით, ანუ უნდა იქადაგოს სარწმუნოება. ჩვენ რას ვაკეთებთ მართლმადიდებელი სასულიერო პირები? გვყავს ეკლესია, პატრიარქი, შრომობს ეკლესია, ის ჩამოვიდა იმისთვის, რომ გაავრცელოს თავის სარწმუნოება. ეს ადამიანი არ არის ჩვენი კეთილმოსურნე", - განაცხადა მღვდელმა დავით ნოზაძემ.

მისივე თქმით, 2 თვის წინ რომის პაპმა ფრანცისკემ კრეტაზე, მართლმადიდებლურ კრებაზე შეკრებილ მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს კატები უწოდა.

"2 თვის წინ კრეტაზე მართლმადიდებლურ კრებაზე შეკრებილ მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს უწოდა ახალშობილი კნუტები, რომლებიც ვერ დადიან, ხოხავენ, ღვთის ხატება და მსგავსება ადამიანის შეადარა კატას. კრეტაზე რომ იყო მართლმადიდებლების კრება, იქ შეკრებილ ეპისკოპოსებს უწოდა კატები, რომლებიც ანეგდოტებს ყვებოდნენ. ახლა ჩამოვიდა და ძმები ვართო, ამბობს, გვატყუებს", - განაცხადა მღვდელმა დავით ნოზაძემ.

რომის პაპი საქართველოს გუშინ ესტუმრა და 2 ოქტომბერს გაემგზავრება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი