"მისთვის ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსნების კაბინეტების კარი მუდამ ღიაა" - ქართველი ბიზნესმენი, რომელსაც თავი რუსი ჰგონია

"მისთვის ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსნების კაბინეტების კარი მუდამ ღიაა" - ქართველი ბიზნესმენი, რომელსაც თავი რუსი ჰგონია

ბიზნესზე არასდროს ლაპარაკობს, ცდილობს გავლენიანი პოლიტიკური ფიგურის როლი მოირგოს და როგორც ქართველთა კავშირის პრეზიდენტი რუსეთში, ბევრს საუბრობს რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე, ორი ქვეყნის ხალხთა მრავალსაუკუნოვან ძმობაზე, კულტურულ კავშირებზე და ამის დასამტკიცებლად ხშირად ჩაჰყავს მოსკოვში ქართული ესტრადის ვარსკვლავები.

საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზებაში საკუთარი წვლილის შეტანის გარდა, მიხეილ ხუბუტია 1999 წლიდან მოყოლებული რუსეთში უძრავი ქონების ბიზნესით არის დაკავებული, მაგრამ ქართველი ბიზნესმენი ერთხელაც არ დასახელებულა დეველოპერთა რომელიმე რეიტინგში. მეტიც, რუსეთში ის ერთ-ერთია იმ მილიონერ ბიზნესმენთა შორის, რომელმაც იცის, როდის უნდა გადაკვეთოს ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის გაბმული წვრილი ხაზი.

მიხეილ ხუბუტია ერთ-ერთია იმ არცთუ მრავალ ქართველ ბიზნესმენს შორისაც, ვინც ძალიან უყვართ კრემლის კარზე და როგორც ამბობენ, მჭიდრო ურთიერთობები აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ქართველი ბიზნესმენი საკუთარი ბიოგრაფიის მოყოლას ტრადიციულად ასე იწყებს ხოლმე - დავიბადე და გავიზარდე როგორც ქართველი, მაგრამ რუსეთში გავრუსდი: საუზმეზე შვრიის ფაფას მივირთმევ, ღვინო კი წვენებმა შეცვალაო. თუმცა იმასაც ამბობს, რომ ქართულ ღვინოს იტალიურს ამჯობინებს. "სულის სიღრმეში რუსი ვარ და ქართული მენტალიტეტის უკვე აღარაფერი გამეგება. ყველა მეგობარი აქ მყავს", - "გამოტყდა" ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან საუბრისას ხუბუტია.

მომავალი ბიზნესმენი და ქართველთა კავშირის დირექტორი დიდ რუსეთში სამხედრო სამსახურის შედეგად მოხვდა, მოსკოვთან ახლოს სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, ახალგაზრდა ქართველმა სამშობლოში დაბრუნება გადაიფიქრა. მოსკოვში დარჩენილმა პლეხანოვის ინსტიტუტში ჩააბარა და სწორედ იქ გაიცნო მომავალი ბიზნეს პარტნიორები - ანდრეი კარპოვსკი და რაფიკ ატუმიანი, რომელთან ერთადაც 1989 წელს კოოპერატიული კაფე გახსნა. უნივერსიტეტის დამთვრების შემდეგ სამმა მეგობარმა რუსულ-ფრანგული ფირმა დააფუძნეს და რუსეთში საფრანგეთიდან ფართო მოხმარების საქონელი შეჰქონდათ ბითუმად.

გაგრძელება

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ