"ნაქურდალი ხილის წყალობით ნაყიდი ბილეთი - მეგობრისთვის" - ლეო ანთაძის მხიარული თავგადასავლები

"ნაქურდალი ხილის წყალობით ნაყიდი ბილეთი - მეგობრისთვის" - ლეო ანთაძის მხიარული თავგადასავლები

მამა რეჟისორი ჰყავდა, დედა მსახიობი. პატარაობიდანვე პიესებს წერდა და ეზოს ბავშვებთან ერთად, სპექტაკლებს დგამდა. დრამატულ წრეზეც დადიოდა. გატაცებული იყო კალათბურთითა და ჭიდაობით. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ლეო ანთაძე სამსახიობო და ცხოვრებისეულ სახალისო ამბებს იხსენებს.

კალათბურთელი ფოხანით

- ერთხელ, მეშვიდე კლასის მოსწავლე, კალათბურთის თამაშს ვესწრებოდი. ერთ-ერთი კალათბურთელი არ მოვიდა და რატომღაც, მითხრეს, - თუ გინდა გათამაშებთო. კალათბურთზე სიარული ახალი დაწყებული მქონდა და წესები არ ვიცოდი, მაგრამ მაინც დავთანხმდი. ჩემი ზომის ფორმა ვერ იშოვეს. დედაჩემის შეკერილი, ფართო ფოხანი მეცვა. კერვის დროს ქსოვილი დააკლდა და წინა მხარეს სხვა ფერის ნაჭერი ჩაამატა. მოედანზე ფოხანით გავედი. ხალხი თამაშს აღარ უყურებდა, ყურადღების ცენტრში მხოლოდ მე ვიყავი. ბურთს რომ მაწოდებდნენ, დაჭერას ძლივს ვახერხებდი. ცუდად ვითამაშე, მაგრამ მაინც მოვიგეთ. გასახდელთან ჩემს სანახავად მოსული ხალხის რიგი დადგა. ყველა იცინოდა. ამის შემდეგ ვარჯიში გავაგრძელე და კალათბურთს კარგად დავეუფლე, გამთამაშებელი გავხდი. თუმცა, ჩემი სიმაღლის კაცისთვის კალათბურთში ადგილი ცხადია, არ იყო.

თოვლში დამარხულები

- ფილმის "ყვავილი თოვლზე" გადაღებაზე სანამ მიმიწვევდნენ, სპექტაკლში - "მკაცრი ქალიშვილები" წამყვანი როლი შევასრულე, რომელიც შოთა მანაგაძის შვილს, ნოდარს უნახავს და მამისთვის უთქვამს, - კახაბერის როლზე აუცილებლად, ლეო ანთაძე აიყვანეო. სპექტაკლი შოთამაც ნახა და საბოლოოდ, როლზე დამამტკიცა. რეჟისორს უსაყვედურეს: ბევრი მსახიობის გასინჯვის შემდეგ უნდა გაგეკეთებინა არჩევანიო. გადაღებების დროს, თოვლში გორაობა დიდხანს მიწევდა. ერთ კადრში მე და ჯულიეტა ვაშაყმაძეს იმდენ თოვლს გვაყრიან, რომ ვიფარებით. მერე ორივე ერთდროულად უნდა ამოვიდეთ და გავიღიმოთ. ჯერ "დაგვმარხეს" და მერე განათების დაყენება დაიწყეს. ვგრძნობდი, ყინული ფილტვებში როგორ ჩადიოდა. ვეღარ გავუძელი და ამოვხტი. კიდევ ჩამფლეს და გადაღებაც დაიწყო. თოვლიდან ამოვძვერით და ჩემს პარტნიორს შევხედე. თმაგაწეწილი ჯულიეტას დანახვაზე, რომელსაც წამწამებსა და წარბებზე თოვლი სასაცილოდ ეყარა, გულიანად გადავიხარხარე. ბუნებრივად გამომივიდა, ტაშიც კი დავიმსახურე და ყველა კმაყოფილი დარჩა, მაგრამ ოპერატორმა თქვა, - განათების ჩრდილი ფირზე ცუდად ჩანს და კიდევ ერთი დუბლი უნდა გადავიღოთო. მეორე დუბლის დროს ისე გულიანად ვეღარ გავიცინე. ძალიან დამწყდა გული, რადგან უმნიშვნელო ხარვეზის გამო, ეს კარგი კადრი ფილმში არ შეიტანეს... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი