რადიო "ჰერეთი" ლაშა დვალიშვილის სტუმრობის დროს მომხდარი ჩხუბის ამსახველ კადრებს ავრცელებს

რადიო "ჰერეთი" ლაშა დვალიშვილის სტუმრობის დროს მომხდარი ჩხუბის ამსახველ კადრებს ავრცელებს

რადიო "ჰერეთი" ლაშა დვალიშვილის სტუმრობის დროს მომხდარი ჩხუბის ამსახველ კადრებს ავრცელებს. ინციდენტი პირდაპირ ეთერში დებატების დროს მოხდა.

თოქ-შოუს მიმდინარეობისას, დებატებში ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მონაწილეობდნენ, სადაც დაუდგენელმა პირებმა სტუდიაში შესვლა შეძლეს და ლაშა დვალიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მოგვიანებით მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თავად ლაშა დვალიშვილმაც.

"გაუგებრობა იყო, რამაც გამოიწვია ეს ინციდენტი, ფაქტობრივად, არაფრის გამო მოხდა და აუცილებელია, რომ გავერკვეთ ყველაფერში", - განაცხადა ლაშა დვალიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი