ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის რამდენიმე წევრი სცემეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის რამდენიმე წევრი სცემეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის რამდენიმე წევრი სცემეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა მერი შენგელაიამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრები პარტიულ ფლაერებს არიგებდნენ, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული, ლიკა დემეტრაძე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ამ წუთებში "ქართული ოცნების" წარმომადგენლები საავადმყოფოსთან იკრიბებიან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი