"ადგილი ჰქონდა მცირე ამნეზიასაც, გარკვეული მომენტები არ ახსოვს" - ექიმის კომენტარი დიდინეძში დაშავებული გოგონას მდგომარეობაზე

"ადგილი ჰქონდა მცირე ამნეზიასაც, გარკვეული მომენტები არ ახსოვს" - ექიმის კომენტარი დიდინეძში დაშავებული გოგონას მდგომარეობაზე

ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში დაშავებულ გოგონას თავის არეში მიყენებული დაზიანების გარდა, ყელზე ნაჭდევებიც აღენიშნებოდა, - ამის შესახებ ზუგდიდის საავადმყოფოს ექიმმა ნინო მგალობლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ექიმმა აღნიშნა, საავადმყოფოში შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი ახალგაზრდა შეიყვანეს, რომელთა მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

"ორს აღენიშნება თავის ტვინის შერყევა, ერთს კი თავის ზედაპირული ტრავმა. სამივეს მდგომარეობა სტაბილურია. ორი მათგანი მკურნალობას სტაციონარში აგრძელებს, ერთი გაეწერება ბინაზე", - განაცხადა ნინო მგალობლიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: როგორ ასულიერებენ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრს, რომელსაც ფლაერების დარიგებისას სცემეს

ექიმის ინფორმაციით, საავადმყოფოში შემოყვანისას ინციდენტის შედეგად დაშავებული გოგონა გონზე იყო.

"გოგონა უგონო მდგომარეობაში არ შემოუყვანიათ. ადგილზე ჰქონდა რამდენჯერმე გონის კარგვა და ასევე ადგილი ჰქონდა მცირე ამნეზიასაც, რადგან გარკვეული მომენტები არ ახსოვს. მას ყელზე აღენიშნება ორმხრივი ნაჭდევი", - განაცხადა ნინო მგალობლიშვილმა.

„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის სამი წევრი ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში სცემეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" „ქართული ოცნების" წარმომადგენელმა მერი შენგელაიამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრები პარტიულ ფლაერებს არიგებდნენ, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი