"სულ 1000 ლარი მქონდა და რას ვიფიქრებდი, რომ ამისთვის მოსაკლავად გამიმეტებდნენ" - ყაჩაღობა გურიაში

"სულ 1000 ლარი მქონდა და რას ვიფიქრებდი, რომ ამისთვის მოსაკლავად გამიმეტებდნენ" - ყაჩაღობა გურიაში

რამდენიმე დღის წინ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთის მკვიდრს, შოთა ბოჭორიშვილს მძარცველებმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, რის გამოც გადაადგილებისა და მოძრაობის უნარი დროებით შეეზღუდა. ეზო-კარისა და პირუტყვის მოვლაში ამჟამად მას მეზობლები ეხმარებიან. სოფელი შეწუხებულია მომხდარით, თან უკვირთ კიდეც, რადგან წლების განმავლობაში აქ მსგავსი არაფერი მომხდარა. დანაშაულის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

შოთა ბოჭორიშვილი, დაზარალებული:

- ჩვენი სოფელი მთიანია, მესაქონლეობას მივდევთ და ძირითადად ამით ვირჩენთ თავს. მეც მყავს რამდენიმე სული პირუტყვი. რომელთაგან ზოგის ყველს, ზოგს კიდევ ცოცხლადაც ვყიდი, - ამ ფულით ოჯახის საჭიროებებს ვაგვარებ; საქონლის გაყიდვით მიღებული ფული ჩემი ერთადერთი სარჩოა. ასე რომ, ამას წინათაც გავყიდე ორი უშობელი. მინოდოდა, ღობისთვის შემევლო ხელი, საზამთროდ შეშა მომეტანა. ამიტომაც ფულის ბანკში შენახვა არ მიფიქრია, მით უფრო, რომ დიდ თანხა არ იყო, სულ 1000 ლარი მქონდა და რას ვიფიქრებდი, რომ ამისთვის მოსაკლავად გამიმეტებდნენ. მით უფრო, რომ მეგონა, ყაჩაღობები წარსულს ჩაბარდა და ოდნავი შიში არ მქონდა. არადა, გამიმეტეს კი არა, კინაღამ მომკლეს, - პატარა არ ვარ, 60 წლის კაცი ვარ, ამ ასაკში ძალიან ძნელია შეურაცხყოფის გადატანა, თავი კონდახით გამიტეხეს, მცემეს, გამკოჭეს და ამაზე მეტი რაღა უნდა ექნათ. ეს ჩემთვის ძალიან ძნელი გადასატანია!

- დანაშაული დღის რა პერიოდში მოხდა?

- როცა დაბნელდა. ჩვენ სოფელში ხალხი ერთმანეთისაგან დაშორებით ცხოვრობს, ამდენად ახლო მეზობელიც არ მყავს, რომ ჩემს სახლში შემოსული ხალხი შეემჩნია. თანაც, მარტო ვიყავი. ეს რომ მეფიქრა, ყაჩაღობები ისევ დაიწყება-მეთქი, ძაღლს მაინც ვიყოლიებდი, მაგრამ წლების განმავლბაში მშვიდად ვცხოვრობდით... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი