ექიმის ინფორმაციით, ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორი პაციენტიდან ერთი მართვით სუნთქვაზეა

ექიმის ინფორმაციით, ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორი პაციენტიდან ერთი მართვით სუნთქვაზეა

ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, ხოლო მეორის - სტაბილურია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკის ექიმმა-რეანიმატოლოგმა ქეთევან ხარეგიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მძიმეა მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც ამ დრომდე ოპერაცია უტარდება.

"ინგოროყვას კლინიკაში ორი პაციენტი შემოიყვანეს. ერთი მამაკაცი მძიმე მდგომარეობაშია. მას გულმკერდისა და მუცლის დახურული ტრავმები აღენიშნებოდა. ამ პაციენტთან იყო სხეულის სხვადასხვა მიდამოებში დამწვრობები და ჭრილობებში უცხო სხეულები. ის დროებით გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე და შემდეგ საოპერაციოში. ზოგადად მძიმე მდგომარეობაშია. მეორე პაციენტი საშუალო ასაკის ქალბატონია, ქალა-ტვინის დახურული ტრავმით, ტვინის შერყევის დიაგნოზით. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ის გადაყვანილია ნეიროქირურგიულ განყოფილებაში", - განაცხადა ქეთევან ხარეგიშვილმა.

ამ დროისათვის ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებიან დაშავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები და ახლობლები. ისინი მოინახულეს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და "ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი