"არასოდეს მიყიდია კარგი ბრენდის ტანსაცმელი, ვინაიდან ძვირი ღირს" - პირველი ლედი სტილსა და ეტიკეტზე

"არასოდეს მიყიდია კარგი ბრენდის ტანსაცმელი, ვინაიდან ძვირი ღირს" - პირველი ლედი სტილსა და ეტიკეტზე

პირველი ლედის თავისუფალი სტილი, ჩაცმულობა და განსაკუთრებული ელეგანტურობა არასდროს რჩება ყურადღების მიღმა. გადაცემა "სხვა შუადღის" ეთერში, ქვეყნის პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ მისი ჩაცმულობის სტილსა და ზოგადი ეტიკეტის წესებზე ისაუბრა.

ჩემი ბუნებრივი ჩაცმულობა ყოველთვის იყო სპორტულისკენ მიმართული, ვიდრე ელეგანტური. ცოტა აკადემიური, ოფიციალური, ისეთი კლასიკური, რომელიც შეეფერება ქვეყნის პირველი პირის მეორე ნახევარს. ამავე დროს უნდა იყო ინდივიდუალური, რომ არ მოექცე ჩაერჩოებში. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, აქ ცხოვრობს ბევრი გემოვნებიანი ადამიანი.

დაათვალიერეთ ფოტოები: რომის პაპის დახვედრაზე პირველი ლედის ჩაცმულობამ "ფეისბუქზე" ფურორი გამოიწვია

პირველი ელეგნტური სამოსი პირველი ლედის ამპლუაში

არ მიწვალია, მაგრამ ვიფიქრე. არ მიყვარს ბევრი ფიქრი. ცხოვრებაში არ მქონია ასეთი მდგომარეობა. არ ვანიჭებ მას დიდ ყურადღებას. ჩაცმის მიმართ ჩემი განწყობა ყოველთვის იყო მსუბუქი.

ფერების პროტოკოლი

პროტოკოლი ფერებშიც არის. საღამოზე, წვეულებაზე ყველგან თავისი ფერია, იქ შეგიძლია პატარა "იმაიმუნო". მაგრამ არის გარკვეული ჩარჩოები, რასაც უნდა გაუწიო ანგარიში და გაყვე იმ ხაზს. თუ ხარ შემოქმედებითი პიროვნება, მაშინ გამოდის ძალიან საინტერესო. არასდროს მიყიდია კარგი ბრენდის ტანსაცმელი, ვინაიდან ძვირი ღირს, არ მქონდა ამის შესაძლებლობა. ყოველთვის შეიძლება ისეთი რაღაცის პოვნა, რომ შენ შექმნა ბრენდი.

მიშელ ობამა და მაკა ჩიჩუა

მას ძალიან ძვირადღირებული სამოსი აცვია. თუმცა, მას აქვს ამის შესაძლებლობა და უფლება, რადგან ის სახეა ისეთი ქვეყნის, რომ ყველა დიზაინერი ცდილობს წარმოაჩინოს თავისი პროდუქცია.

როცა მე ვუყურებ ჩემს ფოტოებს, არასდროს არ ჩანს ის ფაქტურა, ის სილამაზე რა ეფექტიც მას რეალურად აქვს. ძალიან რთულია ყოველთვის იყო სადა და ამავე დროს ეფექტური. სულაც არ არის საჭირო ეფექტი მოახდინო დიდი დეკოლტეთი, ან რაიმე გამოკვეთილი სილუეტით. შეიძლება ვინმეს ძალიან დიდი ცხვირი ქონდეს, მაგრამ მან მოახდინოს დიდი ეფექტი თავისი შინაგანი მუხტით.

ტანსაცმელი კანივით უნდა მოირგო და მაშინ ხდება დასანახი და შესამჩნევი.  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი