პირველად კურორტის ისტორიაში - გუდაური ზამთრის სეზონს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით შეხვდება

პირველად კურორტის ისტორიაში - გუდაური ზამთრის სეზონს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით შეხვდება

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან გიორგი კობერიძესთანე ერთად, დაბა გუდაურში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით გუდაურის წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველ ფაზას ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს სასმელი წყლის გამანაწილებელი ქსელებისა და რეზერვუარის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

სამუშაოების განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსია გამოყოფილი. პროექტი 2016 წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

დაბა გუდაურში საკურორტო სეზონის დადგომისთანავე სასმელი წყლის მიწოდება ფერხდებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად მოწესრიგდება გუდაურის წყალმომარაგების ქსელის ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები და 7 000 - ზე მეტი ტურისტი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, მასტერპლანმა გამოავლინა, თუ რა კუთხით უნდა გაგრძელდეს კურორტის განვითარება, ასევე მოიცავს განვითარების ისეთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს, როგორიცაა - საბაგიროების განლაგება და მშენებლობა, სათხილამურო გზების მომზადება, საჭირო აღჭურვილობის ეფექტური რაოდენობის განსაზღვრა, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მოწყობა, ავტოსადგომის, გასართობი და კვების ობიექტები, მოთხილამურთა ოპტიმალური პოზიციონირება, სანიაღვარე გეგმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის მთის მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია.

"დღევანდელ ეტაპზე პოტენციალი, რომელიც მთავრობის მხრიდან არის გამოვლენილი. 170-180 მლნ ლარის ინვესტიციას გულისხმობს. 2016 წელს 10 საბაგიროს მშენებლობა მიმდინარეობს, მათ შორის სამი საბაგირო შენდება გუდაურში. ჯამურად, ეს არის 23 მილიონი ლარის ინვესტიცია, რომელიც, რა თქმა უნდა, დაეხმარება ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებას და საქართველოს მიმზიდველობას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს გუდაურში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს სასტუმროების მშენებლობა. კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ კანადურმა კომპანია "ეკოსაინმა" ჩვენი დაკვეთით შეიმუშავა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომლის ადაპტაცია ამ წუთში მიმდინარეობს, ხოლო სულ ცოტა ხანში, როგორც ნორმატიული დოკუმენტი, გვექნება გუდაურის გენერალური განაშენიანების გეგმა. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, სწორად და გრძელვადიანად განვავითაროთ კურორტი. ეს არის განვითარების გეგმა, რომელიც განსაზღვრავს, თუ სად და როგორ განვითარდეს სათხილამურო ტრასები, საბაგიროები, როგორ უნდა იყოს განვითარებული სასტუმრო კომპლექსები და ასევე საცხოვრებელი კომპლექსები", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს გუდაურში წყალსადენისა და წყალარინების სისტემის სრული რეაბილიტაციაზე, კურორტის ისტორიაში პირველად იქნება საკმარისი წყლის დებეტი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი