რეპორტაჟი ზვიად გამსახურდიას ფოტოგრაფის ფოტოატელიედან

რეპორტაჟი ზვიად გამსახურდიას ფოტოგრაფის ფოტოატელიედან

აკაკი ყუფუნია, ცნობილი პერსონაა იმ ადამიანებისათვის, ვინც ფოტოგრაფიით არის გატაცებული. 60-წლიანი გამოცდილება და ათასობით ფოტო - ეს მისი მთავარი სიმდიდრეა 80 წლის ასაკში. უმოგზაურია თითქმის ყველგან, სადაც საბჭოთა კავშირის დროს ხერხდებოდა წასვლა.

...ახლა ზუგდიდის ცენტრში პატარა ოთახი აქვს, სადაც მსურველებს სამახსოვრო თუ საპასპორტო ფოტოებს უღებს. შემდეგ ამჟღავნებს და ამით ფოტოების გადაღების სურვილს იკლავს.

"ციფრულ ფოტოაპარატზე გადავედი, ჩემმა შვილმა მაჩუქა, თორემ ჩემი ფოტოაპარატები მიდევს სახლში 30-მდე მექნება". 80 წლის ფოტოგრაფი ამბობს, "რომ შემეძლოს თავიდან ავირჩიო პროფესია, ისევ იგივეს ვიზამდიო".

"პირველი ფოტოაპარატი ჩემმა ძმამ მაჩუქა, 35 კადრიდან, რომელიც გავამჟღავნე 27 კარგი გამოვიდა, არავის სჯეროდა რომ ჩემი გადაღებული იყო. მშობლებს უნდოდათ ბუღალტერი გამოვსულიყავი, მაგრამ ფოტოგრაფიის სიყვარულმა მძლია. მას შემდეგ სულ ფოტოებს ვიღებდი, იმდენი ფოტო მაქვს გადაღებული, ვერც კი დავითვლი. ყველგან დავდიოდი, ყველაფერს ვიღებდი, ადგილობრივი რედაქციისთვის საიდუმლო კადრებსაც კი ვიღებდი, მაშინ ყველა მიცნობდა, რაიკომის მდივნებიც კი.

იმ დროში რთული იყო, ფოტოს გადაიღებდი და მხოლოდ მიახლოებით შეგეძლო წარმოგედგინა, როგორი შეიძლებოდა გამოსულიყო, ან გამოვიდოდა ან არა. ახლა მარტივია ყველაფერი, უამრავი პროგრამაა, თუ არ გამოგივა გამოასწორებ, ყველაფერს ხედავ რასაც იღებ, მაგრამ ესეც მომწონს, კარგია ახალი რაღაცეები. აი, მეც ციფრული აპარატი მაქვს, გადავუღებ ფოტოს და ვამჟღავნებ. აღარ შემიძლია გადაღება, ვეღარ ვიღებ ისეთ ფოტოებს, როგორსაც ვიღებდი, მაგრამ კიდევ ვახარებ ადამიანებს. ექსკურსიებზეც დავყვები ბავშვებს, ფოტოებს ვუღებ. ადრე ყველა მიცნობდა, ახლა მარტო ძველები, ვინც დარჩნენ ზუგდიდში" - გვიყვება აკაკი ყუფუნია.

ზუგდიდში ჩასული ყოფილი პრეზიდენტების ორი ფოტოგრაფი შევახვედრეთ ერთმანეთს: ზვიად გამსახურდიას ფოტოგრაფი აკაკი ყუფუნია და მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე - ორი სხვადასხვა დროის ფოტოგრაფი, ორი პროფესიონალი და რაც ყველაზე საინტერესოა, ორივე ყოფილი პრეზიდენტის ფოტოგრაფი... ნახეთ მეტი ვიდეოში

ესაუბრა მარიამ ლორთქიფანიძე, AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი