საქართველოს მაღალმთიან რაიონებში თოვს - უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოს მაღალმთიან რაიონებში თოვს - უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დღეს წვიმს, მაღალმთიან რაიონებში კი თოვს. კერძოდ, როგორც "ამბები.გე"-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, თოვს ბაკურიანში, გუდაურსა და სტეფანწმინდაში, ასევე, მესტიასა და შოვში.

მათივე განმარტებით, თოვლის საფარმა შოვში 4სმ; მესტიაში - 10სმ; ბაკურიანში - 2სმ; გუდაურში - 13სმ; სტეფანწმინდაში - 3სმ შეადგინა.

ამასთან, გვაზავას თქმით, აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო-მაღალმთაში ღამით ყინვაც დაფიქსირდა. კერძოდ, დევდორაკზე -4 გრადუსი; გუდაურში -5; სტეფანწმინდაში -2; ღამით ჰაერის ტემპერატურა შედარებით მაღალი იყო სამხრეთ საქართველოს მაღალმთაში . კერძოდ, წალკაში - +3; ახალქალაქში - +2; ბაკურიანი - 0.

ხვალ დღისით დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიდარებს და ზოგან აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება. კვირის ბოლომდე შენარჩუნდება უმეტესად უნალექო ამინდი დასავლეთ საქართველოში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 20-22 გრადუსს მიაღწევს.

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში კი დღეს საღამოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალმთიან რაიონებში კი თოვლი. კერძოდ, 18 ოქტომბრის ღამით ფასანაური-თიანეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია თოვლი. ხვალ წვიმა კახეთის რეგიონში, მათ შორის თბილისში შენარჩუნდება და უმეტესწილად ღრუბლიანი ამინდი იქნება. დღისით ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 7-9 გრადუსია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში 19 ოქტომბრის შუადღიდან გამოიდარებს. სამხრეთიდან თბილი ჰაერის მასები შემოვა, რის შედეგადაც გარკვეულწილად დათბება.

It is already snowing in Georgia’s highlands – Upcoming weather forecast

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი