"ამდენი სავალუტო ჯიხური საჭირო არ არის!" - როგორ გაკონტროლდება გარე სავალუტო ბაზარი ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებით

"ამდენი სავალუტო ჯიხური საჭირო არ არის!" - როგორ გაკონტროლდება გარე სავალუტო ბაზარი ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებით

ბოლო პერიოდში სავალუტო პუნქტების მხრიდან გახშირდა გაცვლითი კურსით მანიპულირება და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის ფაქტები, კურსი, რომელიც ბაზარზე არსებულ კურსს ძალიან ჰგავს და სინამდვილეში ბევრად დაბალია. პრობლემაა გადაცვლის ოპერაციის დროს საკომისიოს დაწესებაც. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მომხმარებლები სავალუტო ჯიხურების კონტროლს ითხოვენ, რასაც ექსპერტებიც ეთანხმებიან. შექმნილი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა რეგულაცია, რომლის საფუძველზეც გარე სავალუტო ბაზრის გაკონტროლება მოხდება.

სებ-ის ცვლილების მიხედვით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია, მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის გაცვლის კურსის, მომსახურების საკომისიოსა და საყურადღებო კურსის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ. საყურადღებო კურსი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ განსაზღვრული კურსია, რა დროსაც ვალუტის ყიდვასა და გაყიდვას შორის სხვაობა 3%-ს აღემატება. სავალუტო პუნქტმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს მომსახურების საკომისიოსა და საყურადღებო კურსის შესახებ კლიენტისათვის თვალსაჩინო ადგილას (სალაროსთან და ვალუტის ყიდვა-გაყიდვის დაფაზე) განთავსება. ასევე პუნქტები ვალდებულნი არიან, მომხმარებელი უზრუნველყოს ქვითრით.

ასე რომ, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რეგულაციით დღეიდან სავალუტო პუნქტები დაკვირვების ქვეშ იქნებიან. საბანკო ექსპერტ ლია ელიავას თქმით, მსგავსი რეგულაციის გატარება აუცილებელია, რადგან ის იცავს მომხმარებლის უფლებებს.

საქართველოში ვალუტის გადამცვლელი პუნქტები სრულიად თავისუფალნი იყვნენ და მათი საქმიანობა დღემდე არ რეგულირდებოდა. ამიერიდან კი სებ-მა დაიწყო კონტროლი, რაც მომხმარებლისთვის სასარგებლო უნდა იყოს. თუმცა, აქამდე იმდენად ბევრი პრობლემა დაგროვდა, მის გამოსწორებას საკმაო დრო დასჭირდება. მაგალითად, ტურისტულ უბნებში განუკითხაობაა. იქ არსებული გაცვლითი კურსი ბაზარზე არსებულ რეალურ კურსს მეტ-ნაკლებად ჰგავს, თუმცა გაცილებით ნაკლებია და მომხმარებელიც შეცდომაში შეჰყავთ (მაგალითად, თუ ქალაქის ცენტრში დოლარი 2,3650 ლარად იყიდება, იქ სავალუტო დაფაზე მითითებულია 2,0365).

"მსგავსი ჯიხურები ქალაქში თითქმის ყველგანაა, მაგრამ განსაკუთრებით დიდი ოდენობითაა ტურისტულ უბნებში. არ ვიცი ეს ვის აწყობს, გარდა სავალუტო ჯიხურების მეპატრონეებისა, მაგრამ აშკარად არის სპეკულაციური ელემენტები, რის გამოც არა მარტო ტურისტები, არამედ ადგილობრივებიც ზარალდებიან", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ელიავამ და დაამატა, რომ, როგორც წესი, კომერციული ბანკების მიერ დადგენილი კურსიც არ შეესაბამება რეალურს.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი