როგორ შეიცვლება გაზის და დენის ტარიფი, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს

როგორ შეიცვლება გაზის და დენის ტარიფი, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს

საქართველოში ვალუტის კურსის ცვლილების ახალი ტალღა ტარიფების მატებას არ გამოიწვევს. "თელასი" და "ენერგო-პრო ჯორჯია" ამ ეტაპზე ცვლილებას არ განიხილავენ. ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი შეიძლება გაძვირდეს იმ შემთვევაში, თუ ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2,5 ნიშნულს მიაღწევს". ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ მოიმატებს", BPN-თან საუბარში აცხადებს "თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ვალერი ფანცულაია". ჯერჯერობით ტარიფების ცვლილების საკითხი ჩვენთან არ განიხილება", ამბობს "ენერგო-პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთო დვალიშვილი.

საქართველოში ეროვნული ვალუტის რყევები ენერგიის და გაზის ტარიფზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. წლიურ ენერგომომარაგებაში თბოსადგურების (სადაც ელექტროენერგია იმპორტირებული ბუნებრივი აირით იწარმოება) და იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი მაღალია. ბუნებრივი აირის და იმპორტირებული ელექტროენერგიის შეძენა კი უცხოურ ვალუტაში ხდება". თუ ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში 2,5 ნიშნულს არ მიაღწია, ენერგო-დისტრიბუტორები ტარიფების მატებას არ მოითხოვენ", ამბობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე. "ახლა ის 2,3-სა და 2,4-ს შორის მერყეობს. მართალია, წინა წელს გაძვირება ვალუტის კურსის ცვლილებით იყო გამოწვეული, მაგრამ მაშინ ცვლილება იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არსებობდა".

"აღნიშნულის გარდა, ტარიფების მატება მომწოდებლებზეა დამოკიდებული. ამ კუთხით, გაზის შემთხვევაში ობიექტური პრობლემები არ არსებობს. აზერბაიჯანთან საკმაოდ სტაბილური ხელშეკრულება გვაქვს. განსხვავებული სიტუაციაა ელექტროენერგიის შემთხვევაში. აქ ძირითადი წყარო ენგურჰესია, რომელიც თებერვალში გაჩერდება. მთავრობას ძალიან სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება, რომ ადეკვატური რეზერვები მოძებნოს. ენგურჰესი ძველი სადგურია და თავისი თვითღირებულება უკვე ამოღებული აქვს. შესაბამისად, მიღებული ენერგია იაფია. მისი გაჩერების შემდეგ ცვლილებები შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს სამომხმარებლო ტარიფს არ უნდა შეეხოს. სისტემამ ეს უნდა მოახერხოს", განმარტავს არაბიძე.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი